უკან

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2017 23:40
font-size

არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ - ვახტანგ გომელაური

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იყო საფრთხე, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს მძევლები აეყვანათ.
სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო. ეს ადამიანი ჩვენი სამსახურის მებრძოლი იყო, რომელიც სამწუხაროდ, დაიღუპა და ასევე არიან დაჭრილები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, ჩვენი თანამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმის თაობაზე სპეცოპერაცია 18-19 საათი რატომ გაგრძელდა. ზუსტად იმიტომ, რომ გვინდოდა, მოქალაქეები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ. ეს ყველაფერი გაკეთდა, რათა ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო. არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ, სერიოზული ჯგუფი იყო“, -თქვა გომელაურმა.
გომელაურმა სპეცოპერაციისგან უფრო დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელი დაჯგუფების წევრები არიან, ამას არ დავაკონკრეტებ, გამოძიებას დაველოდოთ. ეს ადამიანები საქართველოში 18-საათიან ბრძოლას აწამოებდნენ ძალოვან უწყებებთან. ძალიან სპეციფიკური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა, ეს კორპუსში მოხდებოდა, თეატრში, ავტომანქანასა თუ სხვაგან, სამწუხაროდ, ჩვენ ამას არ ვმართავთ. დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს. პროკურატურა იტყვის, საქმეს რა კვალიფიკაციას მიანიჭებს“, -თქვა სუს-ის უფროსმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებზე გომელაურმა განაცხადა, რომ ყველა მათგანი ფიქსირდება. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სპეცოპერაციისას ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, სუს-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო.

“რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით, ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო პირზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოკლული იყო, რაც არის არასწორი. ეს იყო იმ ჯგუფის მონაწილე, ვისთანაც 18-საათიანი ბრძოლა გვქონდა“, – განაცხადა გომელაურმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, სამი კი ლიკვიდირებულია. სუს-ის ინფორმაციით, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი, ხოლო 4 სამართალდამცველი დაჭრილია.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი