უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2019 14:15
font-size

არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში - მამუკა ბახტაძე

არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ იყვნენ წარმოდგენილი ფართოდ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, რომ ფაქტობრივად ზღვრის გარეშე ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, რაც პარლამენტში მეტი პოლიტიკური პარტიის მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

„პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის ხილვა, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

„ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად. რა თქმა უნდა, განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ამას შეიძლება მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით, ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამით ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც იქნება იმის საფუძველი, საქართველო გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა და გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთ დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები“, - განახადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი