უკან
კომენტარი
19 ივლისი, 2018 17:30
არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ - არჩილ თალაკვაძე
არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხის კომენტირებისას.
მისი თქმით, თუ ეს მომავალშიც განმეორდება, კიდევ უფრო მკაცრი პასუხი იქნება.
„როდესაც შენი გუნდის წინააღმდეგ შეტევაში აღმოჩნდები, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება. არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ. თუ ეს მომავალში გამეორდება, კიდევ უფრო მკაცრი პასუხი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.