პოლიტიკა


არსებობს მთელი რიგი შეკითხვები, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება - სალომე სამადაშვილი
ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე 15:00-ზე შეიკრიბება.
შესაბამისი თხოვნით პრეზიდენტს გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
სხდომაზე ერთადერთი საკითხი განიხილება, რომელიც ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფებისა და ტექნიკის გამოყენებას ეხება.
სხდომის დაწყებამდე პარლამენტის წევრებმა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას ბევრი კითხვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება, თუმცა დღეს, მთავარი ამოცანა სტიქიის დამარცხებაა.
„არსებობს მთელი რიგი შეკითხვები, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება, რამდენად დროულად მოხდა როგორც ჯარის მობილიზაცია, ასევე რამდენად დროულად მოხდა საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა. მაგრამ, დღეს ამ შეკითხვების დასმის დრო არ არის. დღეს, ჩვენ უნდა დავამარცხოთ სტიქია და შემდგომ გამოვიყენოთ, მათ შორის, საპარლამენტო პროცესი, რომ მივიღოთ ამომწურავი პასუხი ხელისუფლებისგან ყველა იმ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც გადაიდგა გასული დღეების მანძილზე“,-განაცხადა სამადაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
19 იანვარი, 2021 , 14:40

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
19 იანვარი, 2021 , 11:43
საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10