უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 15:50
font-size

არსებობს უამრავი პრეცედენტი, რომლის დროსაც ირღვევა, როგორც სტუდენტის, ასევე პროფერ-მასწავლებელთა უფლებები - არასამთავრობო ორგანიზაციები

ხვალ, 9 დეკემბერს, 11:00 საათზე ადამიანის უფლებათა სახლში (ქანთარიას 11ა) „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაცია გამართავენ პრესკონფერენციას საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ.

,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაგროვდა სამსჯელო, სადაო საკითხები, სირთულეები, რომელთაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ყოველდღიურად აწყდებიან, თუმცა ისინი ამ პრობლემებზე სხვადასხვა მიზეზების გამო ხმამაღლა არ საუბრობენ.

არსებობს უამრავი პრეცედენტი, რომლის დროსაც ირღვევა, როგორც სტუდენტის, ასევე პროფერ-მასწავლებელთა უფლებები. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციის დადგენილი წესები.

ყველაზე ხშირია უფლებების დარღვევა შემდეგ სიტუაციებში: სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხებთან მიმართებაში, როდესაც ხდება პროცედურული წესების დარღვევა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ხშირია პროფესორ-მასწავლებელთა უფლებების დარღვევაც როგორც შრომითი, ისე საავტორო უფლებების კუთხით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ–ერთი ფაქტი, საკუთარ შედგენილ სილაბუსზე პროფესორებს არ აქვთ ავტორობის უფლება. ამასთანავე ხშირია შრომითი ურთიერთობების პირობების დარღვევა. არის შემთხვევები, როდესაც აკადემიური თანამდებობის მქონე პირებს უმაღლესი სასწავლებელი უხდის ხელფასს მხოლოდ ჩატარებული ლექციების მიხედვით და არ ითვალისწინებს მის მონაწილეობას სხვა აკადემიურ აქტივობებში. ანაზღაურების საკითხებში კიდევ არაერთი პრობლემა არსებობს.

ამ პრობლემების უკეთესად შესასწავლად და რეაგირების მექანიზმების შესამუშავებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაცია “აფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და ხსნიან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა დაცვის ცენტრს“, - აცხადებენ ორგანიზაციებში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი