უკან
რეგიონები
11 სექტემბერი, 2017 12:35
ართანაში, კოხტას მთაზე სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 500-მდე ადამიანი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მონაწილეობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ღია კერები ართანას მთაზე აღარ შეინიშნება და ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული.