უკან

პოლიტიკა

8 ივნისი, 2017 14:30
font-size

არც ჩვენს მოქალაქეს და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს მიზეზი, დამაზიანებელი შეტევა განახორციელოს საქართველოზე - გია ვოლსკი აფგან მუხთარლის საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმის გამო ქვეყნის იმიჯი სერიოუზულად დაზარალდა.

როგორც დეპუტატმა „ახალ თაობას“ განუცხადა, ხელისუფლება არ უქმნის პრობლემას იმ ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს.

„საკმაოდ სერიოზუილი შეტევა განახორციელა ქვეყნბის იმიჯზე, როგორც ამბობენ, კონსპირაციულად გატაცებული ადამიანი გამოვიდა და საშინელებები ილაპარაკა ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც ყოველმხრივ მხარდაჭერილია, მათ შორის, განვითარებული დემოკრატიების მიერ.

გასაგებია, ადამიანური დაძაბულობა არსებობს, მაგრამ საქართველოს მიმართ არც ჩვენს მოქალაქეს და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს მიზეზი, რომ ესოდენ დამაზიანებელი შეტევა განახორციელოს.

გასაგებია, რომ უამრავ სპეკულაციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გარკვეული გეგმით მოქმედებენ, რომელიც აბსოლუტურად არანაირად არ ჯდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესში, მაგრამ ჩვენ მათ პრობლემებს ამის გამო არ ვუქმნით. მიმდინარეობს გამოძიება და ის ბოლომდე მივა“, - განუცხადა „ახალ თაობას“ ვოლსკიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.

31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი