უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 სექტემბერი, 2018 15:58
font-size

არც „ომეგასთან“ დაკავშირებით არასოდეს არაფერი მსმენია, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსაც არ ვიცნობ - ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

როგორც ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ ბავშვობაში იცოდა და ახლა გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი ამოტივტივდა.

„იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგონე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის, ბოდიშს ვიხდი.
სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმებთან. როცა პროკურატურაში გაირკვევა ეს საკითხი, დიდი ალბათობით ჩემთან მიმართებაში კითხვები არც იქნება. სიგარეტის მომხმარებელი არ ვარ და არც „ომეგასთან“ დაკავშირებით არასოდეს არაფერი მსმენია. ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსაც არ ვიცნობ. მთელ ჩემს სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე და ვამბობ - არანაირ მსგავს გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას და გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ

როგორც ჩუბინიძე განმარტავს, მიუხედავად ჩანაწერების გავრცელებისა, მას სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან საუბარი არ ჰქონია და არაფრის გარკვევას არ გეგმავს. მისივე თქმით, ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია არც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.

ამასთან, ჩუბინიძის განცხადებით, ამ „აბდაუბდაზე თავის მართლებას არ გეგმავს“.

"მე ვმუშაობ დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ვფიქრობ, რომ ვარ ძალიან კომპეტენტური. საფინანსო სფეროში არ ვმუშაობ. მე ვფიქრობ, რომ ოქუაშვილის რანგის ბიზნესმენებმა უნდა მოახერხონ და ძალიან კარგად იციან, სად უნდა დაალაგონ სიტუაცია - ეს არის საფინანსო ინსტიტუტი. ძალიან კარგად იციან ამ რანგის მოხელეებმა, ვის და სად უნდა მიმართონ,“-აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი