უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2017 18:45
font-size

არც პატრიარქი, არც სინოდის წევრები არ შეხვდებიან დეკანოზ გიორგი მამალაძეს - პატრიარქის მდივანი

საქართველოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქი და წმინდა სინოდის წევრები არ შეხვდებიან დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

„სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეხვდებიან. შესაბამისად, ბრალდებულ სასულიერო პირთან შეხვედრის საკითხი არ განხილულა“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

ბოტკოველის თქმით, პატრიარქი ვერ ახერხებს დეკანოზის მონახულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„მისი უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ან ჩაფიძის კლინიკაში, ან საპატიმრო დაწესებულებაში წაბრძანდეს. ის ახალი ნაოპერაციებია და რეზიდენციაში ბრძანდება. რაც შეეხება რეზიდენციაში მისვლას, ეს საკითხი არ განხილულა საპატრიარქოში“, - განაცხადა ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, სახელისუფლებო სტრუქტურებმა ურჩიეს სინოდის წევრებს, თავი შეიკავონ დეკანოზის საპატიმროში მონახულებისგან.

„სახელმწიფოს მხრიდან იყო ასეთი სურვილი, საკითხები რომ არ გართულდეს კიდევ და არ გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, იქნებ თავი შევიკაოთ საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგის მონახულებისგან“, – თქვა ბოტკოველმა.

ბოლო ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ე.წ. მატროსოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან ექიმების რეკომენდაციით გაწერეს. მათი თქმით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ანა მებურიშვილი

ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

2 დეკემბერი, 2020 , 19:50

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება, - ინფორმციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს და მოუწოდებს თითოეულ მოქალაქესა და კომპანიას, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3189 ლარი გახდა

2 დეკემბერი, 2020 , 17:44

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3189 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind-ი ონლაინ რეჟიმში გაიმართება

2 დეკემბერი, 2020 , 17:17

საქართველოს ბანკის მხარადჭერით  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება.  Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომე

რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის გადამოწმება

2 დეკემბერი, 2020 , 15:54

ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შეზღუდვების გეგმაა შემუშავებული, მაქსიმალურად გაფართოვდება ინფექციის ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით, – ამის შესახებ დაავადებათა კ

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

2 დეკემბერი, 2020 , 15:37

5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფ

გრიპის ვაქცინა არის ყველგან და ყველას შეუძლია აიცრას - ამირან გამყრელიძე

2 დეკემბერი, 2020 , 15:28

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ სულ შეისყიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 000 დოზა, საიდანაც დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 გადაეცა ოკუპირე