უკან

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2019 16:10
font-size

არც პრინციპებს ვიცვლი და არც პირობებს - ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ფეისბუქ მეგობრებიდან შლის იმ ადამიანებს, ვინც ვერ გაიგო, რომ ის ხალხთან დგას და არა “ნაციონალურ მოძრაობასთან”.

„გადავხედე ფეისბუქ კომენტარებს, არ და ვერ ვარ აქტიური ფეისბუქზე, მაგრამ თვალშისაცემია ერთი დავალებით მოქმედება: ამუშავდა ისევ ჩემს წინააღმდეგ „ტროლების და ბოტების“ სისტემა. დამუნათება, მორალისტობა. ჩემი გატეხვა აწ უკვე ამდენი თავდასხმებისა, გამოცდისა და ცილისწამების გავლის შემდგომ შეუძლებელია და ნუ წვალობთ! (ვისაც ეხება).

ვშლი მეგობრებიდან მათ, ვისაც არ უნდა გაიგოს, რომ ხალხთან ვდგავარ როგორც ყოველთვის და არა “ნაცებთან”. ვინც ილანძღება და განსაკუთრებით მათ, რომლებიც მორალურ ტერორს აგრძელებენ – არ განსხვავდებიან მათგან ვინც ჩაიდინა ის ბოროტება. მეგობრობა თუ გინდა, ამდენი უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, რომ რაც ახლა ხდება არის ბრძოლა სამართლიანობისთვის და არა შეგუება წარსულთან.

“ქართული ოცნება” დაემსგავსა დღეს (გამონაკლისი ყველგანაა) და გახდა ისეთი რაც იყო “ნაციონალური მოძრაობა”. საკუთარი ხალხის აბუჩად ამგდები. ვინც ამას ვერ ხედავთ თვალი გაახილეთ. ვისაც ფულს უხდიან იმაში რომ სხვები ლანძღონ (ელისო კილაძის მაგვარი არსებები) მათი აზრი არ მაინტერესებს. ვისაც ჯერა – მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას რომ არც “ქართული ოცნება – “ნაციონალებს” დამსგავსებული და არც წინა ძალადობრივი რეჟიმი არ დაბრუნდეს! სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაც ამაზე გადის. არც პრინციპებს ვიცვლი და არც პირობებს! ქუჩაში ყველას აქვს უფლება იდგეს, როცა ხალხი დგას სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.ახლა ყველა ითხოვს არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. პროპორციული სისტემით. ამ მოთხოვნას შეუერთდა ყველა ოპოზიციური პარტია.

პოლიტიკოსიც უნდა იყოს იქ, სადაც მთავარი პოლიტიკური პროცესია და ელაპარაკო ყველას, ვისაც დიალოგის უნარი აქვს, რათა იპოვო ყველაზე უკეთესი გამოსავალი. თუ დაიმალები, ვინმემ შენი ფოტო არ გამოაქვეყნოს და ემანდ სადმე, ვინმე ფოტოზე არ გამოჩნდეს – ასეთი შეშინებული პოლიტიკოსის მე არ მჯერა. განსაჯეთ არა მხოლოდ ფორმით, არამედ შინაარსით. ქმედებით და გადაწყვეტილებებით, „ბოტები და ტროლები“ – აი რა დარჩა იარაღად მმართველ პარტიას, რომლის შექმნაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. “ბოტების და ტროლების” შიში კი არა ტყვიების ზუზუნში ვიდექი წლები, როცა ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის და თავი არ დამიხრია. მათ კი ვინც გულწრფელად წუხს მარტივად გეტყვით – „არ ვსდევ ჟამთა ცვლას…“ – აცხადებს ეკა ბესელია.

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე