პოლიტიკა
არც თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი „ბიტფიურის“ გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ - თანაინვესტირების ფონდი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ტექნოლოგიური კომპანია „ბიტფიურისთან“ დაკავშიორებით განცხადება გაავრცელა.
ფონდის მტკიცებით, 2014 წელს მისგან სესხი აიღო, რომელიც 2015 წელს დაფარა. კომპანიის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ან მისი რომელიმე კომპანია „ბიტფიურის“ გორისა და გლდანის დატა ცენტრების წილს არ ფლობენ.
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს და სურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მიაწოდოს.
2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასესხო დაფინანსებით უზრუნველყო.
Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.
აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი, ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის მონაცემთა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.
ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე“, – წერია განცხადებაში.
„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, კომპანია „ბიტფიური“ ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის თავისუფალ ზონაში გახსნილი დატა ცენტრია, სადაც კრიპტოვალუტის -ბიტკოინების გამომუშავება ხდება. პარტიის განცხადებით, მისი გახსნიდან (2015 წლის 15 დეკემბრიდან) თბილისის მოხმარება დღეში 40 მეგავატით გაიზარდა, რომლის გადახდა მოსახლეობას უწევს. „ევროპულმა საქართველომ“ აღნიშნა, რომ თვითონ „ბიტკოინების ქარხანა“ შეღავათიანი პირობებით სარგებლობს და როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი, დენში 5 ცენტს ( გახსნის მომენტში დაახლოებით 10 ცენტი იყო) იხდის.
„ბიტფიური ჯგუფის“ წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი თავად გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელმაც ელექტროენერგიაზე გადასახადის ზრდა ამ კომპანიის საქმიანობას დაუკავშირა.
მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის სესხის დაფარვის შემდეგ კომპანია ფინანსურ-საქმიან ურთიერთობას აწარმოებს „საქართველოს ბანკთან“.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფი არ სარგებლობს არანაირი პრივილეგიით და ამის დასადასტურებლად „ბიტფიური“ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
საკვანძო სიტყვები:
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


