უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2018 16:15
font-size

არც ვაშაძე-სააკაშვილი, არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ის გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეორე ტურს რაც შეეხება, სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი, არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში.

ამის თაობაზე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია რუსთავი 2-ის ეთერიდან, ამ შემთხვევაში სიცრუის ტელევიზიასთან ნამდვილად არ ჰქონდა საქმე, აშკარად ჟურნალისტს შეეშალა, ჩემი გვარი ახსენა სხვა პარტიებთან ჩამონათვალში, რომ თითქოს მე მხარი დავუჭირე ვაშაძეს და მან მე მადლობა გადამიხადა. ეს არ შეეფერება სინამდვილეს, აშკარად ჩემი ყოფილი პარტიის, „რესპუბლიკელების“ თემასთან დაკავშირებით წამოცდათ ჩემი გვარი. ამიტომ ყველას მივმართავ, ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერცერთ კანდიდატს ვერ ექნება, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერცერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი