უკან

პოლიტიკა

15 ივლისი, 2017 12:50
font-size

არცერთ საკითხზე არც საქართველო ახდენს ზეწოლას თურქეთზე და არც თურქეთი საქართველოზე - თურქეთის ელჩი

თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთი და საქართველო არცერთ საკითხზე ერთმანეთზე ზეწოლას არ ახდენენ.

გუმრუქჩუმ ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთის საელჩოს თხოვნით პარლამენტმა შეაჩერა კანონპროექტი 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ. ელჩის თქმით, მიუხედავად საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა, ყველა ქვეყანა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

“ბევრ დეტალში არ შევალ, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, მეგობრობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველა საკითხი ძალიან გულახდილად და დაუფარავად განვიხილოთ. მაგრამ არცერთ საკითხზე არც საქართველო ახდენს ზეწოლას თურქეთზე და არც თურქეთი საქართველოზე.

ძალიან ბევრ და ერთამენთისგან დამოუკიდებელ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა უწყებასთან. ეს კონსულტაციები არის მჭიდრო, მაგრამ გადაწყვეტილებას ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად მიიღებს“, – განაცხადა გუმრუქჩუმ.

დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ კანონპროექტი 23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, რის შემდეგ მისი განხილვა შეწყდა. კანონპროექტის ავტორის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ეს ორი მიზეზითაა განპირობებული - იმით, რომ კანონპროექტის ინიციატორები კონსულტაციას გამართავენ ისტორიკოსებთან და თურქეთის საელჩოს თხოვნით.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი