უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2018 16:10
font-size

არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, იმიტომ რომ „ნაციონალია“ , ჩემი შვილის მკვლელები უნდა გამოუშვას? - სულხან მოლაშვილის მამა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის განცხადებით, გაერტიანებული ოპოზიციის საპრეზიდნეტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურში არ უნდა გაიმარჯვოს, „იმიტომ რომ „ნაციონალია“ “. ამის შესახებ თამაზ მოლაშვილმა დღებანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურამდე ის აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში, რომლის მიზანი ამომრჩევლის მობილიზებაა. მისი თქმით, ის არჩევნების წინა დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

„ნაციონალი ვაშაძე რომ მოვიდეს პრეზიდენტად, რა წარსულიც მაგას აქვს, ხომ უნდა აწონ-დაწონოს ადამიანმა?

არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, იმიტომ რომ „ნაციონალია“ , ჩემი შვილის მკვლელები უნდა გამოუშვას?

მე, თამაზ მოლაშვილი, სადმე ქელეხში, ქორწილში, პანაშვიდზე, რომ წავალ და ეს მკვლელები რომ შემხვდნენ, როგორ ფიქრობთ, როგორი შეხვედრა იქნება ჩვენი? ან ერთი დარჩება, ან მეორე. ღამე ვღრიალებ ხოლმე, დედა, მამა, ძმა, მეუღლე გარდამეცვალა, ყველა სატკივარია, მაგრამ სულხანის ამბავმა ძალიან გამამწარა. ჩემი შვილის მკვლელი დავინახო სადმე, რას ვიზამ მე?“- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

სულხან მოლაშვილზე საუბრისას თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, რომ მას დაპატიმრების პირველივე დღიდან აწამებდნენ.

მისივე თქმით, ახალი მთავრობის მოსვლით სამართლიანობა არ აღმდგარა.

„ის ქარტეხილი, რომელმაც ჩემსა და ჩემს ოჯახზე გადაიარა, მარტო ჩემი ოჯახისთვის არ იყო, ბევრი ადამიანისთვის იყო. არ დარჩენილა არცერთი ბინძური საკითხი, რაც ამ „ნაციონალების“ ხელში არ მომხდარა. ჩემს შვილს ეუბნებოდნენ, შენზე რაღაც აგორდა, უნდა დაგაპატიმრონო, სთავაზობდნენ ქვეყნიდან წასვლას, ფეხი არ გაადგა. როცა უყურებდა ტელევიზიით როგორ შეუვარდებოდნენ ხოლმე საცვლების ამარა, გამოყრიდნენ ხალხს, ისე აპატიმრებდნენ, ამას ვერ ავიტანო, და თავად მივიდა. შევიდა ქალაქის პროკურორთან, გრიგალაშვილთან. იმ დღიდანვე დაიწყო სულხან მოლაშვილის წამება, წამება ისეთი, როგორიც არ გაგონილა. ამას ოჯახის წვერები ვატყობდით, როდის ვიღაცა გამოვიდოდა იქიდან, თავის პრობლემას ოჯახს არ ეუბნებოდა ხოლმე. პირველივე დღიდან გეგმაში ჰქონდათ, რომ ფიზიკურად გაენადგურებინათ, პირველი დღიდანვე აწამეს. ის ჩასვეს ისეთ ჯურღმულში, სადაც ადამიანი ვერ გაძლებდა. მათიას იორშმა, ელენე თევდორაძემ როცა მოითხოვეს მისი ნახვა, გულშეწუხებულები ამოვიდნენ იქიდან, აქ როგორ შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა იარსებოსო.

როცა ცე ჰეპატიტი დაუდგინა ექიმმა, უნდოდა გაეგებინებინა ქვეყნისთვის, რომ სჭირდებოდა მკურნალობა. უთხრეს, ეგ არ თქვა, თორემ ზემოთ ეწყინებათო. 11 თვე გავიდა და სტრასბურგის სასამართლომდე მივიდა საქმე, სტრასბურგის სასამართლოს დავალებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაუწყეს მკურნალობა. თავის დროზე რომ დაეწყოთ მკურნალობა, ხომ შეიძლებოდა, შვილი ცოცხალი მყოლოდა.

არ აღმდგარა სამართლიანობა, ამ მთავრობის პერიოდში ცინიკური საქციელი მივიღეთ. სტრასბურგის სასამართლომ 4 პუნქტში მოლაშვილს მოუხსნა ბრალდება, ის რასაც მურუსიძე კერავდა, კაპანაძე სასამართლოში აკეთებდა, გრიგალაშვილი პროკურტურაში, თავზე გადაახია მაგათი გამოტანილი განაჩენი, ბრალდება და ყველაფერი. მურუსიძე გამოდის და ამბობს, მაინც ასე გავაკეთებდიო, მას აწინაურებენ და უვადოდ ირჩევენ“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ცნობისთვის, სულხან მოლაშვილი 2016 წელს პარიზში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

სულხან მოლაშვილი 2004 წელს დააკავეს და ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს ილია მეორის თხოვნით შეიწყალეს. სულხან მოლაშვილი ემიგრაციაში საფრანგეთში 2014 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულხან მოლაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევა დაადასტურა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა).

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 19:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა. პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომ

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

16 იანვარი, 2019 , 17:27

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრ

როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს - სერგო მეთოფიშვილი

16 იანვარი, 2019 , 15:41

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშრებით მიმდინარე მოვლენებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.  „როგორ

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 14:33

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

16 იანვარი, 2019 , 12:52

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბი

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

16 იანვარი, 2019 , 10:18

ბოლნისში გუშინ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურებმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`