უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აპრილი, 2019 17:15
font-size

`ასაკის გარდა რა მომემატა ამ წლების განმავლობაში?!` - 97 წლის მოხუცს სოციალურის დახმარება მოუხსნეს

„პრაიმტაიმს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის მკვიდრი 97 წლის დიანოს წულაძე დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

„წლებია, რაც დახმარებას და ყურადღებას ვითხოვ მთავრობისგან, ბევრჯერ დაიწერა კიდეც გაზეთებში ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევს. იქნებ რამე მოახერხოთ და გააგებინოთ ამ მთავრობას, რომ სირცხვილია ჩემი ხნის ადამიანს დახმარება შეუწყვიტო და ლუკმა-პურის გარეშე დატოვო," - განუცხადა დიანოს წულაძემ.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მოხუცი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან იყო რეგისტრირებული, თუმცა 2017 წელს, ბოლო გადამოწმებისას, მის მიერ მიღებული ქულა საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ზედა ზღვარს ასცდა და შესაბამისად, სოციალური დახმარებაც შეუწყდა.

„შემწეობა, რომელსაც ათ წელზე მეტია ვიღებდი, მომიხსნეს. თურმე, სოციალურ აგენტს შევუმოწმებივარ და მაღალი ქულები მიმიღია. აღმოუჩენიათ, რომ დიდი ქონების პატრონი ვყოფილვარ და იქეთ შემეძლო სხვებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის სამართალი?! გამაგებინონ მაინც, ასაკის გარდა რა მომემატა ამ წლების განმავლობაში?! გადასამოწმებლად რომ მოვიდეთ ჯანმრთელობის ცნობა წარმოადგინეო მითხრეს, მაინცადამაინც ავადმყოფი და ლოგინად ჩავარდნილი უნდა ვიყო რომ დამეხმარონ, საუკუნეს მიტანებული კაცი რომ აუტანელ პირობებში რომ ვცხოვრობ, ეს არაფერია?! სოფელში ყველა მიცნობს და ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა. პატარა ხნის არ ვარ, 97 წლის ვხდები უკვე, არავინ იცის ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს რომ ასე მექცევიან, ძალიან მტკივა გული", - გვიყვება უხუცესი ქვიანელი.

„პრაიმტაიმი" საკითხთან დაკავშირებით სოციალურ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც უპასუხეს, რომ ოჯახის განმეორებითი შეფასება 2019 წლის 13 ივლისიდანაა შესაძლებელი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს