უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 15:20
font-size

ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზა, რომლისთვისაც მაპი აუცილებელი არ იქნება - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას ეხმაურება. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გამოადგება ქართველ პოლიტიკოსებს საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საშინაო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

დეპუტატის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება თბილისში საქართველოს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. მან აღნიშნა, რომ მიღებულ დეკლარაციაში ასამბლეამ აღნიშნა ქვეყნის მიერ მირწეული პროგრესი და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კონტრიბუციის წვლილი. თალაკვაძის თქმით, საქართველო ნატოს ერთგული და სანდო პარტნიორია.

თალაკვაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დეკლარაციაში შეტანილ ცვლილებაზე.

„დეკლარაციაში კიდევ ერთი ცვლილება ჩვენ მიერ იყო წარდგენილი და დეკლარაციასთან ერთად მხარდაჭერილია. ცვლილება საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებისა და ვაჭრობის დაშვებას და თავისუფლებას ეხება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრის თქმით, ასამბლეაში სავარაუდოდ განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას მაპის გარეშე.

„რა თქმა უნდა, მაპი ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტია, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა პოზიცია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზაობის გათვალისწინებით მაპი შესალოა იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ, ასამბლეის შიგნით, პოლიტიკურ წრეებში, სავარაუდოდ, განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზა, რომლისთვისაც მაპი აუცილებელი არ იქნება“, - თქვა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. კერძოდ, ქართული დელეგაციის ინიციატივით, შესწორება შევიდა დოკუმენტის მე-18 პარაგრაფში. ის ავალდებულებს რუსეთს, უზრუნველყოს „თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები, გაიყვანოს თავისი ჯარები და უარი თქვას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დეკლარაციას კენჭი უყარეს დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26 მაისიდან იმართება. ის დღეს სრულდება.

ანა მებურიშვილი

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს