უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ნოემბერი, 2018 17:20
font-size

ასეთ ფაქტებს არასდროს არ შეეგუება საქართველოს ხელისუფლება - ლევან იზორია სოფელ ატოცთან რკინის ბოძების მონტაჟზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ატოცთან რკინის ბოძების მონტაჟს გამოეხმაურა. მისი თქმით, ესაა რუსეთის მხრიდან მორიგი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ნორმებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთ ფაქტებს საქართველოს ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე არასდროს შეეგუება.

„ეს არის მორიგი ქმედება რუსეთის მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ასეთ ფაქტებს არასდროს არ შეეგუება საქართველოს ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ამას ყოველთვის პრინციპულად წინ აღვუდგებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას. ერთობლივი ძალისხმევით, დადგება დრო, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია.

პარტნიორებთან ერთად, ყოველთვის ვაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა. ეს არაფრით არ ჯდება იმ წესებში, რასაც ეფუძნება ცივილიზებული სამყარო. ასე რომ, ჩვენი შეუპოვარი პოზიციაა, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დე იურე აღდგეს საქართველს იურისდიქცია და ეს დღეც აუცილებლად დადგება მომავალში“, – განაცხადა იზორიამ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი