უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა ქვეყნის დაბალი ეკონომიკური ზრდა. ასე გამოეხმაურა ის საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს.

„ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება. მხოლოდ 4.3%-იანი ზრდა აგვისტოში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა“, -თქვა ჭიაბერაშვილმა.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ 2017 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და ჯამურად 281 ლარი შეადგინა. მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმის ზრდა განპირობებულია ფასების ზრდით, რომელიც იმ პერიოდში 5.7% შეადგინა.

ჭიაბერაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით ფასები მოიმატა ტრანსპორტის ჯგუფში - 11.6%, რაც გამოწვეულია მმართველი გუნდის მიერ აქციზის მატებით. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა საკვებ პროდუქტების ფასებზეც.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, გაზის ტარიფის მომატება მოქალაქეებს უფრო გაუძვირებს ცხოვრებას.

„გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც“, -თქვა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება პენსიის არ ზრდის პრემიებია-დანამატების მიღების გამო.

„იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებისა, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს“, - თქვა ჭიაბერაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ხოლო გამოსავალს „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში ხედავს, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.

ანა მებურიშვილი

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.