უკან

პოლიტიკა

1 ივლისი, 2018 12:46
font-size

„ასეთი ეთიკა სადაური წესია?- აქაური წესია, აქაური!“ - ნატო ჩხეიძე დეპუტატთა ქცევის კოდექსზე

27-29 ივნისს, პარლამენტს „პარლამენტის წევრისთვის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი უნდა განეხილა, მაგრამ მომხსენებლის მივლინებაში ყოფნის გამო, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ თემას დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ფეისბუქში“ იმ ტექსტს აქვეყნებს, რომლის თქმის საშუალებაც სესიაზე არ მიეცა:

„სათაური მშვენიერია. შინაარსიც, ერთი შეხედვით, არ არის ურიგო და ძალიან დასაწუნი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით... ახლავე განვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქცია მხარს არ უჭერს ამ კანონპროექტს და თუ რატომ, ოდნავ მოგვიანებით ავხსნი, ხოლო მათთვის, ვინც მხარდაჭერას აპირებს, აუცილებლად შევნიშნავ, რომ შესავსები იქნება ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ დეპუტატმა, გარდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა, უნდა იზრუნოს და აუცილებლად უნდა იზრუნოს ეროვნული ღირებულებების განმტკიცებისათვის, რაც აქ არ წერია. არადა, უნდა ეწეროს.

გარდა ამისა, წერია, რომ დეპუტატი უნდა ვიყოთ ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული და ნუ შემისწორებთ, რომ ეს მესამე მოსმენისა და სარედაქციო საკითხია და ახლა ნაადრევია...

სწორედ დროულია, რომ სიტყვა „სახელმწიფო“ შეიცვალოს სიტყვა „სამშობლოთი“, რადგან მმართველ პარტიას ხშირად უჩნდება ხოლმე ილუზია, რომ სახელმწიფო სწორედ ის არის და ყველა დეპუტატი სულაც არ არის ვალდებული, ასეთი პარტია/სახელმწიფოს ერთგული იყოს!

მეორე და მთავარი: სწორედ ეთიკისა და მორალის თვალსაზრისით ნუ მოვერიდებით სიტყვა „სამშობლოს“ დამკვიდრებას აქაც და სხვაგანაც, რადგან სწორედ „სამშობლოა“ ის, რაც ერთია ქვეყანაზედა.

ის ლაფსუსები კიდევ ცალკე სასაუბროა, როცა აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულებს ეთიკის კომისია უპირებს განხილვას. ვგულისხმობ მუხლს, როცა დეპუტატი საკანონმდებლო გადაწყვეტილებას იღებს პირადი სარგებლის მიღების მოტივით და აგრეთვე, როცა გასცემს სამსახურეობრივ კონფიდენციალურ ინფორმაციას ასევე, პირადი მიზნებით.

ახლა კი ვისაუბროთ მასზე, რაც საეჭვო და საჩოთიროა. ეს ეთიკის კოდექსი არის კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის“ კანონების ერთგვარი კონგლომერატი, ნაერთი, რაც ცალ-ცალკე ისედაც ვიცით...

განსხვავება ერთია: იქმნება ეთიკის კომისია, თავისი თანათავჯდომარეებით და წევრებით, რომელმაც უნდა განიხილოს საჩივარი, სათანადო ფორმით შევსებული და 1 თვის შემდეგ გამოიტანოს დადგენილება უღირსი დეპუტატის შესახებ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ.გვერდზე განთავსებით, ანუ სამარცხვინო ბოძზე გაკვრით, თანაც უნდა განიხილოს მხოლოდ შემოტანილი საჩივარი ან... საკუთარი ინიციატივით დასვას საკითხი...

კომისიის სხდომები უნდა იყოს დახურული, ან... საჯაროც...

ყურადღებამისაქცევია ეს ნიუანსები.

დღევანდელ დღეს, როცა მედია და სოციალური ქსელი 1 საათშიც კი უკვე ამხელს პოლიტიკური პირის ყოველგვარ გადაცდომას, ცხადია, ეთიკის კომისიის ს დადგენილებას არც არავინ დაელოდება.

გამოდის, რომ ეს კომისია უნდა იყოს ან ზედმეტი რგოლი, უფუნქციო დანამატი, ფიქცია, ან, უნდა იყოს, როგორც ძალადობის ხერხი, ერთგვარი იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ.

ყველას გვახსოვს, ალბათ, არცთუ შორეულ წარსულში, საბჭოთა სინამდვილეში, ამხანაგური სასამართლოები, სადაც ოპოზიციურ აზრს ერთ ყალიბში ათავსებდნენ ან საბოლოოდ სწირავდნენ ადამიანს ხულიგნობისა თუ ფსიქიკური აშლილობის ბრალდებით.

არც უფუნქციო რგოლია ჩვენი პარლამენტისთვის საკადრისი და მით უფრო, არც სადამსჯელო უჯრედი - მოსათმენ-შესაწყნარებელი.

მითითებულია, რომ ეთიკის კოდექსის შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა NDI-მ თავისი რეკომენდაციით და ამ რეკომენდაციების ჭეშმარიტ არსს ნათლად ვხედავთ, როგორც უნდა მოალამაზონ და შებურონ გარეგნულად...

ამიტომაც არის მიუღებელი ასეთი კოდექსისა და ასეთი კომისია/საბჭოების არსებობა საქართველოს პარლამენტში.

და კიდევ, მაშინ როცა ხელისუფლება პენსიების 20 ლარით გაზრდას 1 წლის მერე გეგმავს, ხოლო შშმ პირთა დახმარებას სულ არაპირებს, ამ ეთიკის კომისიის სამდივნოსთვის უნდა გამოიყოს 80 ათასი ლარი და ისიც 3 საშტატო ერთეულის პირობებში.

ეს არის 330 პენსიონერის, ან 330 დევნილის, ან 330 შრომისუნარშეზღუდული პირის 20 ლარიანი დახმარება, რაც ვერ გამოინახა ამ ადამიანებისათვის წლების განმავლობაში, მაგრამ გამოინახა პარლამენტის უფუნქციო ან სადამსჯელო უჯრედის დასაფინანსებლად.

გვეუბნებიან, ფიცის ტექსტთან ერთად ეთიკის კოდექსსაც უნდა მოეწეროს ხელიო.

ფიცის რიტუალთან დაკავშირებით ქვემოთ მოგახსენებთ, რაც შეეხება ტექსტს ფიცის ტექსტში წერია, რომ დეპუტატს უნდა ჰქონდეს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის ინტერესების მიმართ და არა მგონია, კეთილსინდისიერება იყოს ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის გაღება პარლამენტის ეთიკის კომისიის სამი წევრისათვის.

და კიდევ ერთი, ფიცის რიტუალი მხოლოდ ტექსტი ხომ არ არის , ფიცის რიტუალში საღვთო მადლია ჩადებული, ღვთისა და ერის წინაშე დებ ფიცს და ამ დადგენილების პროექტით, სულ უნაკლო რომც იყოს, იმ ფიცის რიტუალს ვაკნინებთ, ვაქარწყლებთ, ვანიორწყლებთ, ამ ფურცლებით ვცვლით და ვამბობთ, რომ ფიცი რიტუალი კი არა, პროცედურაა, ისეთივე, როგორც რეგისტრაციის გავლა.

ამიტომაც არ შეიძლება ამ პროექტის მიღება. არ შეიძლება ფიცის მნიშვნელობის დაკნინება და მისი შეცვლა დადგენილებით.

გარდა დეპუტატისა, ფიცს დებს სამხედრო პირი ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად ემსახურება თავის სამშობლოს.

ფიცს დებს ექიმი, რომ არ ავნოს ავადმყოფს და მტერსაც კი გაუწიოს დახმარება.

ფიცს დებს სასამართლოში მოწმე, რომ იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.

ფიცს დებს ქვეყნის პრეზიდენტი...

როცა ამბობ: „ ვფიცავ“, იქ ყველა კანონი მეორეხარისხოვანია და ჩვენ კი ამ დადგენილებით თავდაყირა ვაყენებთ ფიცის რიტუალის უზენაესობას.

იქ, სადაც ფიცია მიღებული ღვთისა და ერის წინაშე, ეს ფურცლები მას ვერ გადაწონის...

ამიტომაც ფრაქცია მხარს არ ვუჭერთ ამ დადგენილების პროექტს.

და ვისურვებდით, რომ არც თქვენ დაგეჭირათ მხარი, თუკი სათანადოდ შეაფასებთ ჩვენს არგუმენტაციას.“

საკვანძო სიტყვები:

ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა -ეკა ბესელია

13 ნოემბერი, 2018 , 22:10

ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგე

აბსურდული მოსაზრებები, ისეთი როგორიც არის 400- ლარიანი პენსია, და. ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აბსურდული დაპირებების გაცემა, როგორიცაა 400-ლარიანი პენსია, და ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის განვითარებას. ამის შესახებ მინისტრმა 2019 წლის

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში - ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი, 2018 , 17:20

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტსა და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენი

კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს - ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისთვის „ინტერის“ ფორმა მიიტანა

13 ნოემბერი, 2018 , 17:20

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერისთვის კახა კალაძისთვის მილანის „ინტერის“ ფორმა მიიტანა. ხაბეიშვილის განმარტებით, კა

25-ში თემირლანის დაბადების დღე მოდის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

შვილმოკლული მამების აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ადგილზე 15-მდე კარავი კვლავაც გაშლილია. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის

„ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი თუ სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგი და მისასალმებელია - ოთარ კახიძე

13 ნოემბერი, 2018 , 16:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის მტკიცებით, „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიის ვარკეთილის ორგანიზაციიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზეგავლენით წავიდნენ. მისივე თქმ