არქივი
საზოგადოება

ასეთი ფაქტების სიმრავლე ცხადყოფს, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების რეფორმირება - ნინო ლომჯარია რატიანის საქმეზე
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოეტ ზვიად რატიანის საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, უწყება ამ შემთხვევას შეისწავლის.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა რატიანი მოინახულა დროებითი დაკავების იზოლატორში. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს საქმის გარშემო ყველა საჭირო მასალა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლით ამ საქმეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ამას, როგორც ცალკე იზოლირებულ შემთხვევას“, -განუცხადა ომბუდსმენმა რუსთავი 2-ს.
მისი თქმით, პროკურატურა თავიდანვე უნდა ჩართულიყო რატიანის დაკავების საქმეში.
„ვფიქრობ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზევე უნდა ყოფილიყო ჩართული პროკურატურა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობა, ობიექტურობა“, - თქვა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, რაც აყენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების რეფორმირების საჭიროებას.
„ასეთი ფაქტების სიმრავლე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში აუცილებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების რეფორმირება“, -თქვა ლომჯარიამ.
ზვიად რატიანი 24 დეკემებრის ღამით დააკავეს. მას ედავებიან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ამ ინციდენტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.
დღეს პოეტი ზვიად რატინის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო 2018 წლის 17 იანვრამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა
4 მარტი, 2021 , 17:15

N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა – პენიტენციური სამსახური
4 მარტი, 2021 , 16:49

„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ - რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობს
4 მარტი, 2021 , 16:00

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა “ოცნებას” 2012 წლიდან 410 000 ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
4 მარტი, 2021 , 14:50

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
4 მარტი, 2021 , 14:50

პროექტია:ქვეყანა თმობს არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას - თემურ შაშიაშვილი
4 მარტი, 2021 , 14:50