უკან

კონფლიქტის ზონა

20 ივნისი, 2018 12:15
font-size

ასეთი განცხადებები საერთოდ ამოვარდნილია რაიმე ლოგიკური კონტექსტიდან - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაზე

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის განცხადებას, რომლის თანახმად საოკუპაციო ხაზის დემარკაციის მიზნით ე.წ. კომისია შეიქმნება. ციხელაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ამოვარდნილია ყოველგვარი ლოგიკური კონტექსტიდან.

„ჩვენთვის საყურადღებოა იმ ჭრილში, რომ ჩვენი პარტნიორების ყურადღება იყოს მიპყრობილი და დღეს ზუსტად მიმდინარეობს ჟენევის 44-ე რაუნდი. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, საერთოდ ამოვარდნილია რაიმე ლოგიკური კონტექსტიდან და ხელს არ უწყობს იმას, რომ იყოს უსაფრთხო გარემო.

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაც იქნება ძალიან გამოკვეთილი ამ რაუნდის მიმდინარეობისასაც. ზოგადად, რაიმე ტიპის ე.წ. დემარკაცია და კიდევ უფრო გამყარება იმ ხელოვნური ბარიკადებისა, რომელიც ათასობით ადამიანს - ქართველებსა და ოსებს უქმნის პრობლემებს, დაუშვებელია. ჩვენი სტრატეგიაა, მივაღწიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და საქართველოს მავთულხლართების გარეშე“, -თქვა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ცხინვალის რეჟიმის განმარტებით, საოკუპაციო ხაზის დემარკაციის მიზნით ე.წ. საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზეზი გახდა წნელის მოსახლეობის მიმართვა, რომელმაც „აღშფოთება გამოთქვა, რომ დემარკაციის შედეგად სოფელ წნელის ნაწილი რესპუბლიკის საზღვრის გარეთ აღმოჩნდა“.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ახალი კომისია საზღვრებზე მსჯელობისას 1931-36 წლების რუკით იხელმძღვანელებს.

მიუღებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება - ევროკავშირი

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალთან არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობის ზრდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება. ევროკა

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

8 ნოემბერი, 2019 , 15:45

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაქარია ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველს არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 28 წლის ზაქარია

გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს

7 ნოემბერი, 2019 , 16:51

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნ

დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აი

მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ცხინვალის განცხადებაზე

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციასა და პროვოკაციას უწოდებენ დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას, თითქოს სოფელ ყობიდან ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული გ

დე ფაქტო რეჟიმი პაციენტს თბილისში არ უშვებს

5 ნოემბერი, 2019 , 16:10

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ახალგორში, მძიმედ დაშავებული 60 წლის თამარ გიგაურის ახლობლებს პაციენტის თბილისში გადმოყვანის საშუალებას კვლავ არ აძლევენ. დაშავებული ახლობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ცხინვალის საავადმყოფოში