უკან

პოლიტიკა

13 აპრილი, 2017 09:00
font-size

ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება - შალვა შავგულიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, შალვა შავგულიძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკური სუბიექტების გავლენის ქვეშ მოიქცა, შეურაცხმყოფელია ევროსასამართლოს მიმართ.

შავგულიძის თქმით, ასეთი დამოკიდებულება ევროსასამართლოს მიმართ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

„ნამდვილად ვერ მოვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ განცხადებას. ეს არასწორი მესიჯია საერთოდ ევროპული საზოგადოებისთვის, ევროპული ოჯახისთვის, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც პარლამენტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ევროპული სასამართლო მოექცა საქართველოდან რაღაც გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, მთელ საქართველოს გვჯერა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერა ევროპულმა სასამართლომ, არის ძალიან კანონიერი. ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება, ვიმეორებ, როცა ამას აკეთებს მმართველი ძალის ასეთი მაღალი თანამდებობის პირი“,- განაცხადა შავგულიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააზუსტა, რას გულისხმობდა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური უწოდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი და ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ცდილობდნენ წერილების მეშვეობით სტრასბურგის სასამართლოზე გავლენის მოხდენას, რაც აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

კითხვაზე, ცდილობდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში ვიზიტისას, გავლენა მოეხდინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კობახიძემ უარყოფითად უპასუხა. მისი განმარტებით, მიხეილ ჯანელიძე „ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლო მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ.

ანა მებურიშვილი

`ნაციონალური მოძრაობა“ თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს - ნიკა მელია

5 ივნისი, 2020 , 10:35

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტი

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

4 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომი

რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - გიგა ბოკერია

4 ივნისი, 2020 , 17:00

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მალე შედგეს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საერთო კანდიდატებზე თავიდანვე საუბრობდნენ, შეთანხმების ერთგულნი უნდა დარჩნენ, -ამის

საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის - დავით ბაქრაძე

4 ივნისი, 2020 , 15:35

„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. „მინდა, თავ

აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება - დავით ჭიჭინაძე

3 ივნისი, 2020 , 17:39

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოც

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა

3 ივნისი, 2020 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!