უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 იანვარი, 2017 14:35
font-size

ასეთი პროცესები როდესაც მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, ოლიგარქი არ შეიძლება, რომ არ ჩაერიოს- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება ბიძინა ივანიშვილს და „მის პატრონებს ჩრდილოეთში“ სურთ.

ამის შესახებ სააკაშვილმა რუსთავი2-თვის მიცემულ ინტერვიში განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, ოლიგარქი არ ჩაერიოს პროცესებში, რომლებიც ამა თუ იმ პარტიაში განვითარდება, მითუმეტეს ისეთ მნივშნელოვან პარტიში როგორიცაა ნაციონალური მოძრობა.

„ვის უნდა საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება? ივანიშვილს და მის პატრონებს ჩრდილოეთში. ეს იყო მათი დეკლარირებული მიზანი. ძნელია არ დაინახო პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რაც მოხდა და რაც განხორციელდა, მას შორის. ვინ ჩაფლავდა ყველაზე მეტად იმით, რომ ვერ წაგვართვეს ნაციონალური მოძრაობა, რომ ვერ ჩამომაშორეს ამ პარტიას? რა თქმა უნდა ივანიშვილი. პატარა ბავშვიც კი ხვდება ამას. ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიედ, ვიღაცის ინტერესები დაემთხვა, ეს სხვადასხვა თემებია. მე ვცხოვრობ უკრაინაში. ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი ივანიშვილისხელა და მასზე დიდებიც. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ მოქმედებენ ოლიგარქები. თუკი რამე არ ვიცოდი, აქ უკვე ზეპირად ვისწავლე. ასეთი პროცესები როდესაც მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანში, ოლიგარქი არ შეიძლება, რომ არ ჩაერიოს. აუცილებლად ჩაერევა. მით უმეტეს ოლიგარქი, რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, ყველანაირი მანიპულაციები განახორციელოს, მოგისყიდოს.მე ვერავის ხელს ვერ დავადებ. ჩემი ნაციონალური მოძრაობიდან ჩამოშორება შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში. ინტერესები თუ დაემთხვა, სამწუხაროა, თუ ვინმე ნებით მუშაობდა ამაზე, ეს კიდევ უფრო მძიმეა, თუმცა არც პირველია და არც უკანასკნელი, ჩემი გრძელი კარიერის განმავლობაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე

2 ივლისი, 2020 , 16:25

“ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე