უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 იანვარი, 2020 16:20
font-size

აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია - ელიზაბეთ რუდი

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონილიაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელმა დიპლომატმა აქცენტები აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე გააკეთა და განმარტა, რომ ამერიკა აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას.

ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა დაშავებულმა მებრძოლმა და მათი ოჯახის წევრებმა მაღალი დონის კომპლექსური ზრუნვა მიიღონ. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულებისა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შინგით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. ახალი ცენტრი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზია, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოხდება.

კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი 12-15 კილოს იწონიდა

4 აპრილი, 2020 , 17:54

კორონავირუსის პირველი მსხვერპლი, 79 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა, 12-15 კილოს იწონიდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც აღ

არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 17:15

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო, ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაით

სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით - ეკატერინე ტიკარაძე

4 აპრილი, 2020 , 16:00

ინფიცირებულის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ

ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, რადგან მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება - ამირან გამყრელიძე

4 აპრილი, 2020 , 16:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის მედპერსონალს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი. „მადლობა ჩემს კოლეგებს,

სასწრაფო დახმარების 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

4 აპრილი, 2020 , 16:00

სასწრაფო დახმარების 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი რაც COVID-19-ი სასწრაფო დახმარების ექიმს აღმოაჩნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ექიმი კორონავირუსით

ჩვენ, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 15:30

ჩვენ, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს, - ამის შესახებ საქ