უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 თებერვალი, 2018 11:25
font-size

აშშ ღრმად შეშფოთებულია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში 22 თებერვლის დაკავების დროს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. აშშ ასევე ღრმად შეშფოთებულია საქართველოს სხვა მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებით და მოვუწოდებთ, რომ მათ შეძლონ თავისუფლად დაბრუნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გავლით. აშშ მოუწოდებს, რომ სრულად იყოს შესწავლილი ტრაგიკული შემთხვევის ყველა გამომწვევი მიზეზი და აგრძელებს ყველა მხარის გამხნევებას, რათა ისინი შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად კონფლიქტის ზონაში“, - განაცხადა ნოიერტმა.

ოკუპირებულმა ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად ახალგორსი დააკავეს 22 თებერვალს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ.

ანა მებურიშვილი

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება - დონალდ ტრამპი

13 თებერვალი, 2026 , 10:15

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება, ეს სხვა ისტორია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ჩვენ უნდა დავდოთ შეთანხმებ

ირანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აშშ-სთან ნებისმიერი შეთანხმება რეგიონულ პარტნიორებთან ნდობის გამაძლიერებელ ნაბიჯებს დაუკავშირდეს, ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია - ჰაკან ფიდანი

12 თებერვალი, 2026 , 17:02

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა: „ირანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აშშ-სთან ნებისმიერი შეთანხმება რეგიონულ პარტნიორებთან ნდობის გამაძლიერებელ ნაბიჯებს დაუკავშირდეს. ეს ბალანსი ძალიან

რეგიონში აშშ-ის ბაზები სამიზნედ გადაიქცევიან, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს – ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

12 თებერვალი, 2026 , 15:23

ირანის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, რეგიონში მდებარე მისი სამხედრო ბაზები სამიზნე გახდება. მან ასევე აღნიშნა, რომ

ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის მოპოვებას, ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის - მასუდ ფეზეშქიანი

11 თებერვალი, 2026 , 15:18

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა ბირთვული პროგრამის ნებისმიერი შემოწმებისთვის, თუმცა „გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ დაემორჩილება“. „ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის მოპ

ირანთან ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ - დონალდ ტრამპი

11 თებერვალი, 2026 , 09:05

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას განიხილავს. „ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის შემსრულებელი, უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო - ის რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩამოვიდა - „ეფ-ეს-ბე“

9 თებერვალი, 2026 , 15:25

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის შემსრულებელი, ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.   &bdquo

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი