უკან

მსოფლიო

13 იანვარი, 2018 15:15
font-size

აშშ ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს თეირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს - ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ნიკი ჰეილი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვით ირანთან გაფორმებული 2015 წელს ბირთვული შეთანხმება უცვლელად რჩება და თეირანზე დაკისრებული სანქციები არ აღდგება.

„პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს“,-განაცხადა ჰეილიმ.

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

„ჩვენ ვაპირებთ გაეროში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, რათა გავამკაცროთ ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ შეიძლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ დაარღვიოს გაეროს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა“, - აღნიშნა ჰეილიმ.

ისრაელმა სირიაში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დაბომბვა განახორციელა

21 იანვარი, 2019 , 10:24

ისრაელმა სირიის დედაქალაქში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა განახორციელა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით პირველი არხი იტყობინება, რომ სხვადასხვა მიმართულებიდან მართვ

კედელი `მეოცნებეების` სანაცვლოდ - ტრამპი დემოკრატებს შეთანხმებას სთავაზობს

20 იანვარი, 2019 , 13:19

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მუშაობის სრულად აღსადგენად საკუთარი გეგმა წარმოადგინა. ის კვლავ მოითხოვს მექსიკასთან სასაზღვრო კედლისთვის საჭირო თანხების გამოყოფას

გერმანია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

19 იანვარი, 2019 , 14:12

გერმანიიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, პარასკევს უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, - ი

ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

18 იანვარი, 2019 , 10:10

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა. როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თა

აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდ

დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

17 იანვარი, 2019 , 17:05

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ლიეტუველი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`