პოლიტიკა
აშშ-ის დახმარებით თავდაცვითი იარაღი უკრაინისა და საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი გახდა - მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ევროპული თავდაცვის ინიციატივაში 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო, ხოლო ვაშინგტონის დახმარებით თავდაცვითი იარაღი საქართველოსა და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
„ჩვენ ვიცავთ აშშ-ის ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ინტერესებს სირიასა და უკრაინაში. რუსეთთან პირადი საუბრისას ნათლად მივანიშნე მათ, რომ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას მოჰყვება შესაბამისი შედეგები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტი ტრამპისთვის კარგადაა ცნობილი იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც რუსეთი აშშ-ს, მის პარტნიორებსა და მოკავშირეებს უქმნის და ის მრავლად დგამს შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი ინტერესების დასაცავად.
მინდა რამდენიმე რეალურ ფაქტს გავუსვა ხაზი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაწესდა 213 სანქცია რუსულ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებზე, 60 რუსი ჯაშუში იყო განდევნილი აშშ-დან, დაიხურა რუსეთის საკონსულო სიეტლში, ეს იყო საპასუხო რეაქცია რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დიდ ბრიტანეთში. სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს დახურვა მოჰყვა აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლების შემცირებას რუსეთში თითქმის 70 %-ით. მოგვიანებით კი, ევროპაში მხოლოდ ერთ წელიწადში 150 წვრთნა ჩატარდა. 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩაიდო ევროპული თავდაცვის ინიციატივაში, ჩვენი დახმარებით თავდაცვითი იარაღი უკრაინისა და საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
სულ რაღაც გასულ კვირას კი, ჰელსინკის შემდეგ, დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოვყავით უკრაინაში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის ფონდებისთვის. 8 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ტრამპამდე მსგავსი არაფერი მომხდარა“, -აღნიშნა პომპეომ სენატის საგარეო ურთოერთობათა კომიტეტში, სადაც მოსმენა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხზე გაიმართა.
კომიტეტის მოსმენაზე საქართველოზე რამდენჯერმე ისაუბრეს.მოსმენა სენატორმა ბობ კორკერმა გახსნა, რომელმაც რუსეთზე საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი. თავად სახელმწიფო მდივანმა საკუთარ გამოსვლაში განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს თავდაცვის სფეროში და ამის მაგალითი მაიკ პომპეოს თქმით, თავდაცვითი შეიარაღების გადაცემა იყო.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

