უახლესი ამბები
- 05.12.2019 18:44ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი
- 05.12.2019 17:45ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა
- 05.12.2019 17:38ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
- 05.12.2019 17:30პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა
- 05.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა
- 05.12.2019 16:00ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული
- 05.12.2019 15:40აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი
- 05.12.2019 15:40მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 05.12.2019 15:20პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა
- 05.12.2019 14:40მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
არქივი
პოლიტიკა


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემი ოჯახის მიმართ მუქარა, ეს ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს.
ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს დღის მეორე ნახევარში. ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტებებსა და პრიორიტეტების მოსახლეობისთვის წარდგენის საკითხებს.
„ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა იქნება ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემებისა და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, როგორ ჩატარდა კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. როგორც მოგეხსენებათ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ახალი ჩამოსულია და ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით. მისთვის ყველა ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ყველა შეხვედრა დასრულდება, ალბათ, საელჩოში გაკეთდება ოფიციალური განცხადება.
საკვანძო სიტყვები:

ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
5 დეკემბერი, 2019 , 14:40

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ზიანს აყენებს ქვეყანას და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს - მოძრაობა `ქვეყნის სამსახურში` (`სირცხვილია`)
5 დეკემბერი, 2019 , 11:20

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
4 დეკემბერი, 2019 , 17:45

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`
4 დეკემბერი, 2019 , 17:05

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა
4 დეკემბერი, 2019 , 16:10
ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს - „ახალი საქართველოს“ წევრი
4 დეკემბერი, 2019 , 14:55