უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია

აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია (H. Res. 1030), რომელიც გმობს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარებას.

რეზოლუციის სპონსორია კონგრესმენი ფრანცის რუნი (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი).

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ოკუპირებას.

ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) - სირის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარებას - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

„რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა“ - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 6 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა` ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

26 ივნისი, 2019 , 14:38

,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ არისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ყაზ

“მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“ - ინგუშეთის პირველი პირი თანამდებობას ტოვებს

25 ივნისი, 2019 , 11:42

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი სპეციალურ ტელემიმართვაში არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, ინგუშეთის მოსახლეობაში დაქსაქსულობა და ამ დაქსაქსულობაშ

რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრუნდება

25 ივნისი, 2019 , 11:15

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა. რეზოლ

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

22 ივნისი, 2019 , 18:40

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

22 ივნისი, 2019 , 17:50

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს. „რ

ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება - დონალდ ტრამპი

22 ივნისი, 2019 , 11:42

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას

ვიდეო გალერეა

`მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე` - ზაზა ოქუაშვილის პოზიცია ლონდონიდან, გადაცემაში `360 გრადუსი`