უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
მსოფლიო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია ფარულ ჩანაწერებში გამოთქმული ბრალდებები კორუფციასთან და ძალადობასთან დაკავშირებით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წელს მომხდარ დარღვევებს აღწერს. საქართველოზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს საარჩევნო დარღვევებს, კორუფციას, ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობასა.
ანგარიშში განხილულია გასულ წელს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში გამოთქმული ბრალდებები კორუფციასთან და ძალადობასთან დაკავშირებით.
ანგარიშში იხსენებენ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებსაც, სადაც მირზა სუბელიანი და ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.
"გავრცელდა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, რომლებიც იმჟამინდელი და ყოფილი ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციაში, წამებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჩართულობაზე მიუთითებდა. ზოგიერთმა აქტორმა მათი ავთენტიკურობა ეჭვქვეშ დააყენა. ერთ-ერთ ჩანაწერში ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საკუთარ თავს მთავრობის მთავარ "მომრიგებლად" მოიხსენიებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში. ასევე, ამბობდა, რომ მოწმეებისაგან ჩვენების მისაღებად ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა და მსგავსი მეთოდებისთვის სხვა დროსაც მიუმართავს.
კიდევ ერთ ჩანაწერში კი ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის კონგლომერატშიც შედიოდა ტელევიზია იბერია, ამბობდა, რომ იმჟამინდელი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები მისგან ქრთამს ითხოვდნენ და ძალადობრივ რეკეტს ახორციელებდნენ, მათ შორის, ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეკემბერში ამ საქმეების გამოძიება კვლავ გრძელდებოდა," - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ნოემბრის მონაცემებით, 14 მაშინდელი და ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებაში იყო დადანაშაულებული, კიდევ 79 კი თანხების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ხოლო ივლისში მაღალი დონის კორუფციულ საქმესთან დაკავშირებთ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები დაკითხეს.
"ზოგიერთ დამკვირვებელს ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნდა,"- აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
საკვანძო სიტყვები:

ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ - საგარეო უწყება
16 აპრილი, 2021 , 15:10

ნატო-ს მოკავშირეები ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას პირველ მაისამდე დაიწყებენ
15 აპრილი, 2021 , 10:25

რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
13 აპრილი, 2021 , 11:18

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა
9 აპრილი, 2021 , 15:59

ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა - აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტი
7 აპრილი, 2021 , 13:01

იენს სტოლტენბერგი - ნატო შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო
6 აპრილი, 2021 , 15:25