უკან

მსოფლიო

27 თებერვალი, 2018 11:15
font-size

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მთავრობას ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა ორგანიზატორისა და დამკვეთების დასჯა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესმდივანმა ხიზერ ნოიერტმა თქვა.

„რადგან ბორის ნემცოვის სიცოცხლესა და საქმეებს პატივს ვცემთ,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაიცვას თავისი ვალდებულებები ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის სიტყვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და ასოციაციების შექმნის თავისუფლების სფეროში“, - თქვა ნოიერტმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბორის ნემცოვის მაგალითი „რუს ხალხს შთააგონებს“, რათა ჩაერთოს ბრძოლისთვის თავისუფალი და დემოკრატიული ხელისუფლებისთვის.

გუშინ ასევე მოსკოვში ბორის ნემცოვის საპატივცემულოდ მსვლელობა გაიმართა. რუსეთის შსს-ის ინფორმაციით, მასში მონაწილეობა მიიღო 4.500-მა ადამიანმა, ზოგი რუსული მედიასაშუალება კი 15 000 კაცზე საუბრობს. პეტერბურგში გამართულ აქციაზე კი ერთი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც უკრაიული დროშა ეკავა.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში მოკლეს 2015 წლის 28 თებერვალს. მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ ამ საქმეში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო და 11-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება სავარაუდო დამკვეთად ბატალიონ „სევერის“ ყოფილ ოფიცერს, რუსლამ მუხუდინოვს მიიჩნევს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

კედელი `მეოცნებეების` სანაცვლოდ - ტრამპი დემოკრატებს შეთანხმებას სთავაზობს

20 იანვარი, 2019 , 13:19

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მუშაობის სრულად აღსადგენად საკუთარი გეგმა წარმოადგინა. ის კვლავ მოითხოვს მექსიკასთან სასაზღვრო კედლისთვის საჭირო თანხების გამოყოფას

გერმანია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

19 იანვარი, 2019 , 14:12

გერმანიიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, პარასკევს უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, - ი

ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

18 იანვარი, 2019 , 10:10

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა. როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თა

აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდ

დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

17 იანვარი, 2019 , 17:05

ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ლიეტუველი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვ

ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ტკივილს - საქართველოში თურქეთის საელჩო

17 იანვარი, 2019 , 17:05

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, 16 იანვარს, ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`