უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 აპრილი, 2018 12:40
font-size

აშშ-ის სასანქციო სიაში შეყვანილი „გაზპრომ-მედია“ ქართულ მედიაბაზარზე შემოდის

რუსეთის უმსხვილესი მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“ ქართულ სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. ჰოლდინგი იმაუწყებლებს საქართველოში NTV-PLUS-ის ბრენდის სახელით.

საქართველოში НТВ-плюс-ის პარტნიორი იქნება კომპანია მედიაჯგუფი, რომელიც იქნება დაკავებული საქართველოში პროდუქციის მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერით. კომპანიის 50-პროცენტიან წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.

„გაზპრომ-მედიის“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჩერნიშენკოს განცხადებით, რუსულ ჰოლდინგს უკვე აქვს „პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება ქართულ მედიაჯგუფთან“, რადგან კომპანია „გაზპრომ-მედიას“ ექსკლუზიური დისტრიბუტორია.

НТВ-плюс-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ დიომინმა არ დამალა, რომ ჰოლდინგის პრიორიტეტებში შედის გეოგრაფიული ექსპანსია და საქართველოს ისინი მხოლოდ მორიგ მედიაბაზრად არ განიხილავენ.

„გეოგრაფიული ექსპანსია შედის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების რიცხვში. საქართველო, რა თქმა უნდა, არის პერსპექტიული ბაზარი, მაგრამ საქართველოში მაუწყებლობის დაყწებას განვიხილავათ არა მხოლოდ , როგორც ბიზნესსაქმიანობას. ჩვენთვის უმეტესწილად ეს ასევე სოციალური მისიაა. პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ დსთ-ის ქვეყნებში გასვლას, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია НТВ-плюс-ის სიხშირის მიღება“, -თქვა დიომინმა.

მედიაჯგუფის გენერალური დირექტორის, დავით ნაკაშიძის მტკიცებით, „დღეისთვის არსებობს მოთხოვნა რუსულ არხებსა და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე“.

„გაზპრომ-მედია“ თავდაპირველად ქართველ მომხმარებლებს არხების ორ პაკეტს შესთავაზებს. შედარებით მცირე პაკეტში რუსული და უცხოური წარმოების 50-მდე სატელევიზიო არხი შევა. კომპანია ქართულ ბაზარს ასევე წარუდგენს შედარებით ფართო სატელევიზიო პაკეტს, რომელიც 90-ზე მეტ არხს მოიცავს.

შეთავაზებულ პაკეტებში ასევე შედის უშუალოდ „გაზპრომ-მედიის“ მიერ შექმნილი 20-ზე მეტი პროდუქტი. კომპანიის მიერ შეთავაზებული სატელევიზიო არხებიდან: 12 - საინფორმაციო, 14 - შემეცნებითი, 22 - გასართობი, 27 - კინოსა და ხუთ-ხუთი საბავშვო, სპორტული და მუსიკალური არხი იქნება.

ცნობისთვის, „გაზპრომ-მედია“ კრემლთან დაახლოებული რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კორპორაცია გაზპრომის შვილობილი კომპანიაა, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სასანქციო სიაში შეყვანილი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას - ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი, 2020 , 13:55

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის ს

დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება - ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი, 2020 , 13:30

„დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება“, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამ

კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით - გიორგი ვაშაძე

20 თებერვალი, 2020 , 12:45

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას მივესალმები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია, თ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები` პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

20 თებერვალი, 2020 , 12:45

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას და აღნიშნული ცვლილებები

გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. ამის შე

“ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან არ გაქვს შეთანხმებული”

20 თებერვალი, 2020 , 11:41

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები მართვის სი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`