უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 ივნისი, 2019 11:25
font-size

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამართული მოსმენისას საქარველოსადმი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე „ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები.“ მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოკერი; ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი; ბრუკინგსის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიისა და ახალი ტექნოლოგიების პროექტის დირექტორი, ალინა პოლიაკოვა და ჰერიტიჯის ფონდის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი, ჯეიმს კარაფანო.

მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სენატორებმა ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მისი აღკვეთის გზებზე. მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინის საკითხზე, რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკეთ განხორციელების თემაზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, მისი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

მოსმენისას საქართველოსადმი ცალსახა და ერთხმა მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა მოსმენაზე მიწვეული ყველა სტუმრის მიერ.

ჰერბსტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა რუსეთის პრეზიდენტის პუტინისგან მომდინარე საფრთხეებზე და ხაზი გაუსვა მისი აღკვეთის აუცილებლობას. „სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. იგი ისწრაფვის მისი გავლენის სფერო გაავრცელოს რუსეთის სამეზობლოზე. იგი ცდილობს დაასუსტოს ნატო, ევროკავშირი და აშშ. მან წამოიწყო ორი ომი, საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან. აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესშია, რომ შეაჩეროს კრემლის რევიზიონიზმი.“ - აღნიშნა, ბ-ნმ ჰერბსტმა.

ჯეიმს კარაფანომ ისაუბრა ნატო-ს გაფართოების ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე. აქვე მან ხაზი გაუსვა, ნატო-ს გაფართოების საკითხში აშშ-ის ლიდერობის საჭიროებას. მისი მტკიცებით, დროა, რომ დაიწყოს დისკუსია ნატო-ს გაფართოების მომდევნო რაუნდზე. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-ს გაფართოების საკითხში მის ოპტიმიზმზე და ამ კონტექსტში ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. „ჩვენ საქართველოს თაობაზე კვლევა გაგვაჩნია, თუ როგორ შეიძლება ნატო-ში გაწევრიანების საკითხში წინსვლა, სხვა სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად. ჩემმა კოლეგამ, ლუკ კოფიმ ბევრი დაწერა ამის თაობაზე - რომ არსებულ პირობებში ნამდვილად რეალისტურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტს ქმნის უკრაინისთვის. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმირ პუტინს სხვა ქვეყნების ნაწილების ოკუპირების გზით, არ გააჩნდეს ვეტო ნატო-ში გაწევრიანების საკითხში.“ - აღნიშნა ბ-ნმა კარაფანომ.

კურტ ვოკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონისადმი მეტი ყურადღებისა და შავ ზღვაზე ნატო-ს ძლიერი ყოფნის საჭიროებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მან ისაუბრა 2019 წლის აპრილში, ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომების ახალი პაკეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე. „[შავ ზღვაზე] გვყავს ნატო-ს მოკავშირეები რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. გვყავს პარტნიორი ქვეყნები - საქართველო და უკრაინა. ისინი ყველა, შავი ზღვისპირა ქვეყნებს წარმოადგენენ. ამდენად, შავი ზღვა რუსეთის ტბა არანაირად არ არის. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ნატო მკაფიო იყოს, რომ ყველა ჩვენგანს გააჩნია ინტერესი [შავი ზღვის ფარგლებში] ნავიგაციის თავისუფლების, ღია ხელმისაწვდომობის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“ - აღნიშნა ბ-ნმა ვოკერმა.

რუსეთთან ჩართულობის თემაზე საუბრისას, ბ-ნმა ვოკერმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ვითარებით, რუსეთთან დაკავშირებით არაფერი არ მიმდინარეობს კარგად. ეს ასეა, თუ მაგალითად აიღებთ სირიას, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეას, ირანს, ბირთვულ საკითხს, უკრაინას, საქართველოს. ნამდვილად არაფერია პოზიტიური. ვფიქრობ, ზოგადად, სახიფათო ვითარებაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდება, თუ საერთოდ არ ვილაპარაკებთ რუსეთთან. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორივე გავაკეთოთ - განვაგრძოთ რუსეთზე ზეწოლა და ასევე, ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების სერიოზულობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ რუსეთს, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება.“

ალინა პოლიაკოვამ ისაუბრა რუსეთის მიერ მიმდინარე საქართველოს ტერიტორიების „მცოცავ“ მიტაცებაზე. „საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არ არსებობს „სტაბილური საზღვარი“. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ამ ხაზის „მცოცავი“ სახით მიტაცებას (“We see a slow creep almost on daily basis of that contact line.”)“, - აღნიშნა ქ-ნმა პოლიაკოვამ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ - სერგეი ლავროვი

17 ივლისი, 2019 , 10:15

გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას, სადაც მოქა

მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან მჭი

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

16 ივლისი, 2019 , 14:35

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც აზერბაიჯანული სააგე

დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

16 ივლისი, 2019 , 11:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისად

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

15 ივლისი, 2019 , 12:55

საქართველოს და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შესაბამის შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბა

„თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა“

15 ივლისი, 2019 , 12:05

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს. „თურქეთს არ დავიწყებია 2016 წლის 15 ივლისი და მეზობელი საქართველოს თანადგომა. 2016 წლის 15 ივლისის ღამეს ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ დაგეგმი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს