უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2017 16:50
font-size

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ქმედებებს

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. კერძოდ, 2017 წლის 15 ივნისს, აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე, 2-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ირანთან მიმართებაში დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ნაწილს და ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს:

ა) რუსეთის მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ბაზის განვრცობას;

ბ) რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების ხელშეწყობას;

გ) ზრდის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, აქტიური მონიტორინგი გაუწიოს კანონით აკრძალულ ფინანსურ მიმოქცევას, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ მსგავს (ფინანსურ) აქტივობებს.

კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

ცნობისათვის, დღემდე, აშშ-ს დაწესებული ჰქონდა სანქციები რუსეთზე მის მიერ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. კანონპროექტი კანონის ძალით ამყარებს რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ, არსებულ სანქციებს და გულისხმობს ახალი სანქციების შემოღებას რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების, ასევე, იმ იურიდიული, თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ახორციელებენ დესტრუქციულ კიბერ-აქტოვობებს. კანონპროექტი ასევე აწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს. სანქციები აგრეთვე შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო საკუთრების კორუმპირებული გზით პრივატიზებაში, ამასთან, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განაგრძობენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის შეიარაღების მიწოდებას, ან აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას რუსეთის სადაზვერვო და თავდაცვის სექტორებთან თანამშრომლობით. კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. კანონპროექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით - იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე.

ახალ სანქციებს მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. თუკი დღემდე არსებული სანქციების შემოღება ხდებოდა აღმასრულებელი ბრძანებით (საპრეზიდენტო დეკრეტით/executive order), აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში მისი გაუქმება უკვე აშშ-ის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.

საკვანძო სიტყვები:

2016 წელს ფინანსთა სამინისტროს აპარატის 40 თანამშრომელზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით - აუდიტის სამსახური

25 ივლისი, 2017 , 18:50

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის აუდიტორული შემოწმების მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითც გამოვლენილია საჯარო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის არაერთი ფაქტი. 2016 წელს სამინისტროს აპარატი

იუსტიციის სამინისტრომ არ/ვერ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა სტრასბურგის სასამართლოსთვის - ეკა მიშველაძე

25 ივლისი, 2017 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ლადო ჭანტურიას არჩევას. როგორც მისმა პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, სამწუხარ

ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ

25 ივლისი, 2017 , 16:45

ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც განხილული იქნება პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ორ ვეტოდადებულ კანონზე: თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველ

პეტრო პოროშენკო ფარულად შეხვდა ივანიშვილს და მათი შეხვედრა თითქმის მთლიანად მე მეძღვნებოდა - მიხეილ სააკაშვილი

25 ივლისი, 2017 , 15:50

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ექს-

ბიუჯეტის გაზრდა თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება - დავით ნარმანია

25 ივლისი, 2017 , 14:05

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება. ნარმანია გამოეხმაურა საკრბულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს. მისი თქმით, ოპოზიც

ლადო ჭანტურიას სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს - თეა წულუკიანი

25 ივლისი, 2017 , 14:05

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნის საფუძველზე ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია. „ლა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე სტუმრად `რეაქციაში`