უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 ივნისი, 2019 13:25
font-size

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია

აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა.

როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა, (Sec. 1246. SENSE OF SENATE ON UNITED STATES PARTNERSHIP WITH THE REPUBLIC OF GEORGIA), რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს. ამასთან, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

„2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის ტექსტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშროლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

ასევე ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ალიანსისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას, ისევე როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2019 , 14:45

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს ორგანიზებით, „Korean Film Archive“-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ე

ჩვენ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ - დიმიტრი მედვედევი

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანის მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობები არსებობს, სახიფათოა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სერბულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა. რ

დადგა დრო, რომ ჩვენ სახლში დავბრუნდეთ - დონალდ ტრაპი

17 ოქტომბერი, 2019 , 10:50

რუსეთსა და სირიას შეუძლიათ, ითამაშონ ქვიშით, რომელიც სირიაში უხვადაა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა. „თუ სირიას უნდა,

თურქეთს აშშ-ის მუქარა არ აშფოთებს და სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 ოქტომბერი, 2019 , 10:35

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ეროდღანის თქმით, აშშ-ის მუქარა სანქციების დაწესების შესახებ თურქეთს არ აშფოთებს და სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს. ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა აზერბაიჯანში ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკე

საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:58

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელ

ქალაქ ნურ-სულთანში აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის პლენარული შეხვედრა გაიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნურ-სულთანში, აბრეშუმის გზის ბიოზედამხედველობის ქსელის - BNSR ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საფრანგეთ