უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 ოქტომბერი, 2019 10:30
font-size

აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, ასევე თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს, მათ შორის, ძირს უთხრის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების მიზნით მიმდინარე კამპანიას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, სანქციები გაგრძელდება და გაძლიერდება იმ დრომდე, ვიდრე თურქეთი ცეცხლს არ შეწყვეტს, არ შეაჩერებს ძალადობას და არ დაიწყებს მოლაპარაკებებს.

მაიკ პენსმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უახლოეს მომავალში რეგიონში ვიზიტს გეგმავს.

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს

16 იანვარი, 2021 , 13:09

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ორშაბათ დილიდან, 18 იანვრიდან, ყველა სატრანსპორტო დერეფანს ჩაკეტავს, რათა კოვიდის „ჯერ კიდევ არა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

15 იანვარი, 2021 , 17:20

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 იანვრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. „საფრა

ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა

9 იანვარი, 2021 , 16:15

ინდონეზიაში თვითმფრინავი, რომელიც შიდა ფრენას ასრულებდა, რადარებიდან გაქრა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ადგილობრივი ავიაკომპანიის, Sriwijaya Air-ის თვითმფრინავი დედაქალაქიდან, ჯაკარტადან კალიმანტანის კუნძულზე, ქა

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა

9 იანვარი, 2021 , 15:20

Twitter-მა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიამ მიზეზად ძალადობის წაქეზების რისკი დაასახელა. Twitter-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ტრამპის ბოლო ტვიტების დეტალურად

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

9 იანვარი, 2021 , 13:08

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრზე დაყრდნობით ავრცელებს.   „მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაც

ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა - ლონდონის მერი

9 იანვარი, 2021 , 12:29

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა პარასკევს საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გამო დედაქალაქის საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხესთან. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერ