უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
აშშ-მა და საქართველომ გრანტს ხელი მოაწერეს 13.07.2012 18:55

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს გრანტს 2.7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმარების შესახებ.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან არსებულ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის არსებული რიგით მეორე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 2.7 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობამ უკე გახსნა ანგარიში Millennium Challange Account – Georgia (MCA-Georgia) რათა უახლოესი თვეების განმავლობაში უზრუნველყოს გრანტის ადმინისტრირებასა და კომპაქტის საბოლოო პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს მთავრობამ MCA-საქართველოს ბორდის ხელმძღვანლად Nნიკოლოზ გილაური შეარჩია, რომელიც საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის არსებული პირველი პროგრამის ფარგლებში უკვე მუშაობდა ამ პოზიციაზე 2006 წლის აპრილიდან 2011 წლის აპრილამდე.

ამ პროგრამის განვითარებისთვის საჭირო გრანტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს შორის არსებული პირველი საგრანტო შეთანხმების წარმატების შედეგია, რომელმაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი. საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით; ` ათასწლეულის გამოწვევა-საქართველოს (MCA-Georgia) ანგარიშის გახსნა კიდევ ერთ წინ გადაგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის საქმეში. პირველი პროგრამა იმის წარმატებული დემონსტრირება აღმოჩნდა თუ რისი მიღწევა შეუძლია ორ ქვეყანას ერთად. მე მოხარული ვარ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ამ მნიშვნელოვან ასპექტში თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.”

აშშ-ს საელჩოს ცნობით, გრანტი მოხმარდება სხვადასხვა პროგრამების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ზოგადად განათლების დონის ზრდას, გამოიკვლევენ შრომის ბაზარს, მოახდენენ იმ სოციალური და გენდერული ფაქტორების ანალიზს, რომლებიც დაკავშირებულია განათლებისა და სამუშაოს ხელმისაწვდომობასთან. ეს აქტივობები ხელს შეუწყობს სტრატეგიული განათლების სექტორის მეტად განვითარებას რათა საბოლოოდ, განათლების დონის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეთა შემოსავალი. საქართველოს მთავრობასთან მიღწეული ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საბოლოო შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საბოლოო შეთანხმების მიღწევის გზაზე. საბოლოო შეთანხმებამდე პროექტმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს წევრთა მკაცრი განხილვის პროცესი უნდა გაიაროს.

MCA-საქართველოს ბორდის წევრები იქნებიან საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, აგრეთვე, კონსულტაციების შედაგად, MCA-საქართველო შეარჩევს კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორ წარმომადგენელს.