უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 სექტემბერი, 2019 15:40
font-size

აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს - ეუთოში აშშ-ს ელჩი

ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძო, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში არსებულ ვითარების შესახებ.

აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორის განცხადებით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“.

ელჩის განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესი უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე და იწვევს მათ მოწყვეტას საკუთარი მიწის ნაკვეთების, სახლების, საარსებო წყაროებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურისგან. ამასთან ე.წ. საზღვრის გავლება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს.

ჯეიმს გილმორის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დააკვირდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო ძალების ზრდას და მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეტა სამინისტრო ავრცელებს.

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ფილიპ მორისის, ბრიტიშ ამერიკან თამბაქოს და ჯეი თი აის წარმომადგენლობები 262 მილიონი დოლარით დააჯარიმა

7 ნოემბერი, 2019 , 16:15

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 6.5 მლრდ გრივნათი დააჯარიმა თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები და სიგარეტის დისტრიბუტორები. ჯარიმა დაკისრებული იქნა მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შეთანხმებული ანტიკონკურენტული მოქმედებე

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან“ - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

5 ნოემბერი, 2019 , 18:00

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედე