არქივი
კომენტარი


აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევით საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ველდოები გამოწვევებს - დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკელები ყოველთვის არ არიან აღფრთოვანებული იმ არჩევანით, რომელსაც ქართველები აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოსთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ამერიკის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევასა და ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება. მე უფრო ველოდები გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში - საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდე შეინიშნებოდა პასუხისმგებლობებისა და ინიციატივების დეფიციტი. ამან მსოფლიოს ბევრ წერტილში საკმაოდ დაძაბა ვითარება. ამ თვალსაზრისით აშკარად იქნება გამოწვევები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, უნდა გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, როდესაც შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს გაუჩნდეთ გარკვეული ვაკუუმის და იმის განცდა, რომ ახლა არის დრო რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკამაყოფილებლად“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი
15 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა
15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე
15 თებერვალი, 2019 , 13:35

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:05

ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ, ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება - გიორგი გახარია
15 თებერვალი, 2019 , 12:29

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას - მამუკა ხაზარაძე
15 თებერვალი, 2019 , 10:10