უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 ოქტომბერი, 2018 17:35
font-size

აშშ-ს მიერ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად დამტკიცებულ პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

18 თვიანი პროექტის - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდება ობიექტური და სწორი ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს საქართველოს მოსახლეობის მედეგობას ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

პროექტის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ: „ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღნიშნული თანხა გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდება სწორი და ამომწურავი ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რაც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოაქვს: „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გამოიყო მნიშვნელოვანი, მიზნობრივი, ფინანსური დახმარება ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გრანტი, რომლის მიმღებიც გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის ცენტრი მიმართული იქნება საქართველოს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციზე. ეს არ იქნება კონტრპროპაგანდის იარაღი, არამედ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და სწორი ნარატივები იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რაც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი