უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ივლისი, 2020 14:30
font-size

აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში - გია ხუხაშვილი

ეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, - ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი.

“აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯების გადადგმას აპირებენ და მათ შემოაქვთ გარკვეული სანქციები”, - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკურად ვაშინგტონის მიდგომა საქართველოსადმი საგრძნობლად უარესობისკენ არის მიმართული.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

წულუკიანი სააკაშვილზე: ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა

5 აგვისტო, 2020 , 17:44

„ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა. ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მას არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალა

სააკაშვილი არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით - გია ვოლსკი

5 აგვისტო, 2020 , 15:40

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წესები არ არსებობს და ის “ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი”. „ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომ

სააკაშვილი წასულია ვა-ბანკზე - გიორგი ვოლსკი

3 აგვისტო, 2020 , 16:55

“მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია, მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე,&rdq

არჩევნები არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა - რომან გოცირიძე

3 აგვისტო, 2020 , 16:55

„იმ მოვლენის დრამატიზება არ არის საჭირო, რომ შესაძლებელია, სადღაც კონკურენტები ვიყოთ,” – ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ  „ევროპულ

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს: გიგზავნით ყვავილებს პოლიტიკაში მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით

3 აგვისტო, 2020 , 16:20

“სიკვდილზე რომ ადამიანები წავლენ და მერე იმ ადამიანებს ეტყვი ბნელ მხარეს ხარო!!!! ვერ არის კარგი საქციელი”    სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ, ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში, &n

ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე - გიორგი ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 11:17

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს. ვაშაძე ფოტოს აქვეყნებს,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე