უკან

პოლიტიკა

20 ივლისი, 2017 16:10
font-size

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო უწყების საქმიანობა დადებითად შეაფასა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ტერორისტული საფრთხეებისა და მათ წინააღმდეგ ქმედებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში ინტენსიურად იყო ჩართული და გლობალურ უსაფრთხოებაში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად დარჩა, - ნათქვამია საქარათველსო შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება, ნაწილობრივ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიზნის მისაღწევად. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს კონტროლის არარსებობა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და ქვეყნის რთული რელიეფი ზღუდავს მის შესაძლებლობას, დაიცვას საზღვრები.

,,ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები იყენებენ კამერებს, ტერორისტების დაკვირვების სიებს და მგზავრთა მონაცემების წინაწარ ჩანაწერებს იმისათვის, რომ გამოვლენილ იქნას ტერორისტების პოტენციური გადაადგილება გამშვებ პუნქტებში; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, გამშვებ პუნქტებში უფრო სრულყოფილი ბიომეტრული და ბიოგრაფიული შემოწმება და საეჭვო პირების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების იმპლემენტაცია გააძლიერებდა ამ შესაძლებლობებს.

დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს სანაპირო დაცვა უკეთესად არის აღჭურვილი, რათა განახორციელოს პატრულირება ქვეყნის საზღვაო საზღვრებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ხაზის გარდა.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ტრანსსასაზღვრო ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის სამხრეთის მეზობლებისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) გაზიარება პოლიციის ატაშეების მეშვეობით, ასევე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სამუშაო დონის ურთიერთქმედებით’’, - ნათქვამია სსს-ს განცხადებაში.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი