უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი.

განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.

შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება - დიმიტრი ქუმსიშვილი

22 თებერვალი, 2018 , 17:50

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მთავრობებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა დარგების განვითარებისთვის. ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ ბოლო წლებია. საქართველო თანამიმდევრულად ატარებს აღნიშნულ პოლიტიკას და ახორციელებს ინვ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 თებერვალი, 2018 , 17:45

22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4669 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქსტატი ახალ გამოკვლევას იწყებს

22 თებერვალი, 2018 , 17:20

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევას იწყებს. აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის 2016

ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება - მამუკა ბახტაძე

22 თებერვალი, 2018 , 16:55

ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

მეწარმე სუბიექტები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ

22 თებერვალი, 2018 , 16:00

საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე ვეღარ შეძლებენ. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

22 თებერვალი, 2018 , 15:10

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ვიცე-პრემიერს, მეჰმეტ შიმშეკს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე