უკან

მსოფლიო

27 დეკემბერი, 2017 11:30
font-size

აშშ შესთავაზებს პალესტინელებს, აღიარონ თავის დედაქალაქად იერუსალიმის გარეუბანი აბუ-დისი - ისმაილ ჰანია

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს, შესთავაზოს პალესტინელებს, აღიარონ თავის დედაქალაქად იერუსალიმის გარეუბანი აბუ-დისი. ამის შესახებ ჰამასის ლიდერმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა ღაზაში გამართულ შეხვედრაზე.

მან დაამატა, რომ აშშ-ის გეგმა ითვალისწინებს აბუ-დისში დედაქალაქის მოწყობასა და ხიდით მის დაკავშირებას მეჩეტ ალ-აქსასთან, რათა უზრუნველყონ პალესტინელების უპრობლემო შემოსვლა იერუსალიმში.

გარდა ამისა, სავარაუდოდ თვითონ მეჩეთი ალ-აქსას მიმდებარე ტერიტორია სამ ნაწილად დაიყოფა.

ჰანიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის შემოთავაზება ითვალისწინებს ღაზის სექტორში პოლიტიკური სუბიექტის ფორმირებას, რომელსაც გარკვეული პრივილეგიები ექნება.

დამატებით დეტალებზე ჰამასის ლიდერს არ უსაუბრია.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. ჰამასი მაშინ ნეგატიურად გამოეხმაურა ამ აღიარებას. ჰანიამ ისრაელის წინააღმდეგ ახალი ინტიფადისკენ (შეიარაღებული ამბოხი) მოუწოდა.

21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეიამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა დონალდ ტრამპს, უკან წაიღოს თავისი აღიარება.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი