უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2016 13:40
font-size

აშშ-ში არაერთი ჩვენი თანამემამულეა სხვადასხვა სტატუსით, შესაბამისად, ჩვენთვისაც საინტერესოა არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესები _ ბესიკ ობოლაძე

არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ დაიწყებს ყველა სავიზო დარღვევის შესწავლას, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყანაში აუარესებს მდგომარეობას დასაქმების ბაზარზე. ამ ქვეყანაში არაერთი ჩვენი თანამემამულეა სხვადასხვა სტატუსით, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესოა, არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესები როგორ აისახება მათ მდგომარეობაზე. ამ საკითხზე მედიანიუსი ექსპერტს, ბესიკ ობოლაძეს ესაუბრა.

ექსპერტის თქმით, აშშ-ში არჩევნების შემდგომ შექმნილი რეალობა ამერიკული მულტიკულტურიზმის განზომილებაშიც უნდა განვიხილოთ. აშშ-მ კულტურული მრავალფეროვნებისადმი რეაგირების არაერთი მოდელი გამოსცადა, იმ პარამეტრების ურთიერთმიმართების ოპტიმიზაციისათვის, როგორიცაა სახელმწიფოს დამოკიდებულება კულტურათა ინტეგრაციისადმი და სახელმწიფოს დამოკიდებულება სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში კულტურული უმცირესობის მონაწილეობისადმი. ამ ქვეყანაში არაერთი ჩვენი თანამემამულეა სხვადასხვა სტატუსით, შესაბამისად, ჩვენთვისაც საინტერესოა არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესები.

„აშშ-ში მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა პოლიტკორექტულობის ნორმების დარღვევა ამერიკული მულტიკულტურიზმის თანამედროვე მოდელთან მიმართებაში. მხედველობაში გვაქვს პოლიტკორექტულობა მულტიკულტურიზმის შინაარსით. არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ რეალობაში მულტიკულტურიზმის კონსტრუქციასთან მიმართებაში პოლიტკორექტურობის ნორმების დარღვევიდან პროცესები უფრო შორს წავიდეს და საფრთხე დაემუქროს მულტიკულტურიზმის კონსტრუქციის მდგრადობას, მოხდეს რაღაც ფორმით მისი დემონტაჟი.

დღევანდელ რეალობაში მულტიკულტურიზმი გულისხმობს სხვადასხვა საფუძველზე (ეთნოკულტურულ, კონფესიურ და ა.შ.) შექმნილი სოციალური სტრუქტურების ურთიერთქმედებაზე აგებულ საზოგადოებას. უფრო კონკრეტულად საუბარია მულტიკულტურიზმის იმ სფეროების რევიზიაზე, რომელიც მოიცავს კანონმდებლობას მოქალაქეობის შესახებ სოციალური დაცვის სისტემის და ზოგადად ერთიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებას, განათლებას, საარჩევნო სისტემას, შრომით უფლებებსა და ზოგადად შრომითი ბაზრის მთელს რეგულაციას, საემიგრაციო კანონმდებლობას და ა.შ.

ფაქტობრივად, მულტიკულტურიზმი ეს არის ერთიანი საზოგადოების უარყოფა და სხვადასხვა ერთობების (კულტურული, კონფესიური) კონგლომერატი საერთო მოქალაქეობით. კლასიკური ლიბერალიზმის მულტიკულტურიზმი არის უკიდურესი ტოლერანტობის მდგომარეობა. ის „მომთმენია“ იმდენად, რომ მზად არის შეეგუოს, „აიტანოს“ ისეთი კულტურული ერთობები, რომლებიც მის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამასთან, ის არ ანიჭებს არანაირ უპირატესობას, ან დაცვას არცერთ კონკრეტულ ჯგუფს ან ერთობას, ის არავის უშლის ხელს ისწრაფვოდეს თავისი კონკრეტული მიზნის რეალიზაციისაკენ, ან შეინარჩუნოს გარკვეული ტრადიციები. ამასთანავე არ ახალისებს, არ უწევს სუფსიდირებას, ან უპირატესობას არცერთ მიმართულებას“, _ განმარტავს ობოლაძე და დასძენს, რომ მულტიკულტურიზმის თეორიტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის მულტიკულტურიზმის საზოგადოების შექმნისათვის ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩართული იყო სამი დონის ურთიერთმოქმედება: ეთნიკურ-კონფესიური მოცემულობა, ნორმატიული ბაზის მომზადება და მიზანმიმართული მოქმედების პოლიტიკა. ეთნიკური მიგრანტები შედიოდნენ ხანგრძლივ მულტიკულტურულ ურთიერთობებში დომინირებულ ჯგუფებთან უკვე ახალ პირობებში. ასეთ პირობებში მულტიკულტურიზმის პოლიტიკა იქცა, როგორც ინსტრუმენტი, სტრატეგია ახალ მოთხოვნებზე მორგებული „ახალი საზოგადოების“ შესაქმნელად. დღევანდელი მოცემულობაა, რომ ამგვარი მიდგომებით შემდგარი სტაბილურობა მყიფეა და არსებობს განაცხადი ახალი რეალობის შექმნაზე.

ექსპერტის თქმით, მულტიკულტურიზმი მესამე მოდელია აშშ-ში კულტურული მრავალფეროვნებისადმი რეაგირების მოდელებიდან ასიმილაციის, ინტეგრაციისა თუ მათი ჰიბრიდული ვარიანტების შემდეგ. შეთავაზებული „ამერიკული იდენტობის“ მოდელი გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან წინააღმდეგობაში მოვიდა ამერიკულ საზოგადოების შიგნით ახალი ძალით აღმოცენებულ საკუთარ სოციოკულტურულ, ინდივიდუალურ და კოლექტიური იდენტობის ტენდენციებთან. აღნიშნულს დაემატა ნეოლიბერალური პოლიტიკის ქვეშ მიმდინარე პროცესები, რომელმაც საზოგადოების კიდევ უფრო დაყოფა გამოიწვია, მოხდა კიდევ უფრო ბევრი სოციალური ჯგუფის მარგინალიზაცია. აღნიშნული კიდევ ერთი ბიძგი იყო მულტიკულტურიზმის პოლიტიკისადმი.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მულტიკულტურიზმის კონსტრუქციისადმი ა.შ.შ.-ში დღეისათვის არჩევნების შემდგომ რეალობაში არსებული დამოკიდებულება არაა ახალი მოვლენა. გარკვეული პერიოდის უკან მულტიკულტურიზმის პოლიტიკის მოწინააღმდეგენი აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული საზოგადოება არ გახდა უფრო ინტეგრირებული და ა.შ.

როდესაც ვსაუბრობთ წინასაარჩევნო პერიოდში მულტიკულტურიზმთან მიმართებაში პოლიტკორექტულობის მოთხოვნების დარღვევაზე, ყველაზე მარტივ გამოხატულებაში ეს გულისხმობდა, რომ არ გამოყენებულიყო ისეთი ტერმინები და გამონათქვამები, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებისა თუ სოციალური ჯგუფის ღირსების გრძნობას ლახავს. აქვე აღნიშნავს, რომზ მულტიკულტურიზმთან მიმართებაში პოლიტკორექტულობის ცნება ატარებდა ორმაგ ბუნებას.

მულტიკულტურიზმთან მიმართებაში პოლიტკორექტულობის მომხრეებს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ იგი ატარებს ტოტალურ ხასიათს, გამოდის, როგორც „ენის პოლიცია“, „გამონათქვამების ცენზორი“ და ა.შ. მიუთითებდნენ, რომ გამონათქვამების გასუფთავებით შეუძლებელია შეიცვალოს რეალობა და ა.შ“, _ აცხადებს ექსპერტი და ხაზს უსვამს, რომ დღეისათვის მთავარია, პასუხი გაეცეს კითხვას წინასაარჩევნო პერიოდში მულტიკულტურიზმთან მიმართებაში მხოლოდ პოლიტკორექტულობის დაუცველობასთან გვქონდა საქმე თუ პროცესები უფრო ღრმად წავა და აშშ კულტურული მრავალფეროვნებისადმი რეაგირების ახალი მოდელის შემუშავების წინაშე დადგება. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა, სადაც ის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის გეგმებზე საუბრობს და არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით პირობას დებს, რომ დაიწყებს ყველა სავიზო დარღვევის შესწავლას, რომლებიც, მისი თქმით, აუარესებს მდგომარეობას დასაქმების ბაზარზე, ქვეყანაში.

ეკა ბესელიამ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა

19 იანვარი, 2019 , 19:30

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა. შეხვედრის დასაწ

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`