უკან
უახლესი ამბები
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
მსოფლიო
29 იანვარი, 2020 11:30
აშშ-ში საქართველოს საელჩო კარიბის ზღვაში მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
კარიბის ზღვაში მიწისძვრასთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: კარიბის ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, შესაძლოა დამატებითი ბიძგების განმეორება და ცუნამის საშიშროება.
სანაპირო ზოლის მიმდებარე მცხოვრებ მოქალაქეებს გთხოვთ, თვალყური ადევნოთ და დაემორჩილოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს: 202-387-2390“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
კუბის სამხრეთით და იამაკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.