უკან

პოლიტიკა

24 მაისი, 2018 10:40
font-size

აშშ-ში ვიზიტი იყო შედეგიანი - გიორგი კვირიკაშვილი

აშშ-ში შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებისას.

,,ორშაბათს დავიწყეთ სახელმწიფო მდივანთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის პლენარული სხდომის გახსნით. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე – ნატო-ში გაწევრიანების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატო-ს ივლისის სამიტს ბრიუსელში.

ასევე, გვქონდა ძალიან მრავალმხრივი, დეტალური დისკუსია კონკრეტულად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, ვისაუბრეთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და საჭირო მხარდაჭერაზე იმისათვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ სავაჭრო წარმომადგენელთან ამ საკითხის კონკრეტულ განხილვას.

გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში. ჩვენ დღეს, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მშვიდობის ინსტიტუტში ვზეიმობთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტი იყო შედეგიანი. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

“რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, აშშ-სთვის პრიორიტეტული თემები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის, უაღრესად, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე, რომ ჩვენ ამ პარტნიორობაში ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მაღალი თამასა ავიღოთ და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის.

აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით, კონკრეტული დაპირებებით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

ამ პარტნიორობას მომავალში ძალიან ბევრი ახალი განზომილება დაემატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ეს იყოს სრულმასშტაბიანი ორმხრივი პარტნიორობა, სრული სპექტრით. რა თქმა უნდა, აშშ-ი დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, არის საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორი”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი