უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2022 15:32
font-size

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შერჩევისას თუ ხმაურის გარეშე ცხოვრება გვინდა?

ბინის შეძენა ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. Სწორედ ამიტომ, თითოეული ბინის მყიდველი გადის ბაზრის შესწავლის პროცესს და ადარებს ახალი ბინის არაერთ ვარიანტს. არსებობს შეკითხვები, რომლებსაც ბევრი ფიქრის გარეშე, ინსტიქტურად ვსვამთ, მაგალითად: “რა არის მისაღები საფასო დიაპაზონი?”; “რომელ უბანში უნდა მდებარეობდეს სასურველი ბინა?”; “როგორი ეკოლოგოგიური მდგომარებაა შერჩულ უბანში?”; “არის თუ არა ხედი, ან ავტოფარეხი?”; და კიდევ მრავალი სხვა. მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც ერთი შეხედვით ძნელი შესამჩნევია, ამიტომ ისინი ხშირად უყურადღებოდ გვრჩება. განსაკუთრებით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის ბინებს შორის ხმის იზოლაცია.

დეველოპერული კომპანიები მომხმარებლისთვის კონკურენტული ფასის შეთავაზებაზე არიან ორიენტირებულნი. მათთვის ნაკლებად პრიორიტეტულია სამშენებლო მასალის ხარისხი, არაერთ შემთხვევაში “მაღალი ხარისხის მასალებით მშენებლობა” მხოლოდ მარკეტინგული ფრაზაა და ან მობინადრისთვის იზოლირებული ბინის შეთავაზებაზე ზრუნვა ნაკლებად, ან საერთოდ არ ხდება. როდესაც მშენებელს ვეკითხებით, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ხმის იზოლაცია, მათი პასუხი ზედაპირული და არადამაჯერებელია. ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ, ღიად აცხადებს, რომ წინასწარ აგუებენ მობინადრეებს ხმაურიან გარემოში ცხოვრების პერსპექტივას.

სამწუხაროდ, პოტენციური მობინადრეები მოკლებულნი არიან ობიექტური და პროფესიული კონსულტაციების მიღების შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ობიექტურად განისაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო პროექტის Ხმის იზოლაცია. თუმცა ბაზარზე არსებობს კომპანია Akustiko, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პირველად უფასო კონსულტაციებს. მათი ამ მომსახურეობით უკვე არაერთი ადამიანი სარგებლობს. Გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ ყველა ის ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს Akustiko-ს მიერ უფასო პირველადი კონსულტაცია ბინის შეძენის მსურველებისთვის და მობინადრეებისთვის:

-იატაკის ხმის იზოლაცია

იმის გათვალისწინებით, რომ ხმის იზოლაცია, როგორც წესი, სრულდება შავი კარკასის ეტაპზე, იატაკის იზოლაცია არის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტი. თუკი ზედა მეზობელს იატაკის იზოლაცია გაკეთებული არ აქვს, თქვენს ბინაში მკაფიოდ ჩამოვა სხვადასხვა დარტყმითი და იმპაქტური ხმები: ნაბიჯები, სირბილი, ავეჯის გაჩოჩებისგან გამოწვეული ხმა და ყველა ის ხმაური, რომლებიც იატაკთან შეხებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ხოლო, თუ თქვენ არ გაქვთ იატაკის იზოლაცია გაკეთებული, იგივე პრობლემის წინაშე დააყენებთ თქვენს ქვედა მეზობელსაც. იმის გასარკვევად არის თუ არა მომავალ, ახალ ბინაში იატაკის იზოლაცია, საჭიროა ერთი მარტივი კითხვის დასმა: არის თუ არა ქვიშა-ცემენტის მოჭიმვის ქვეშ (ე.წ. “Სტიაჟკის” ქვეშ) გამოყენებული ხმის საიზოლაციო მასალა. აქ მშენებლის პასუხი შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუ თქვენ გამოითხოვთ მშენებლისგან იატაკის იზოლაციაში გამოყენებული მასალების სპეციფიკაციებს და გაუზიარებთ Akustiko-ს, მარტივად გაერკვევით, თუ რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ ზედა მეზობლისგან თქვენთან ან თქვენგან ქვედა მეზობელთან ჩავიდეს ნაბიჯების, კაკუნის და სხვა მსგავსი იმპაქტური ხმები.

აღმოჩნდა, რომ არსებობს ორი ტიპის აკუსტიკური მასალა იატაკისთვის: ერთი, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ დარტყმით ხმების იზოლაციას, ხოლო მეორე, რომელიც ხმის იზოლაციასაც უზრუნველყოფს. ანუ მეორე შემთხვევაში, ზემოდან ქვემოთ არა მხოლოდ კაკუნის ხმები აღარ ჩამოვა, არამედ ხმამაღალი საუბრის, ტელევიზორის ხმა და ა.შ.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კარგ აკუსტიკურ მასალას თან უნდა სდევდეს ხანძარმედეგობის და ენერგოეფექტურობის პარამეტრებიც, რაც პროდუქტს უნივერსალურს ხდის: დარტყმითი ხმების იზოლაცია, ხმის იზოლაცია, ხანძარმედეგობა, ენერგოეფექტურობა.

აქვე, გვირჩევენ, რომ არ გამოვიყენოთ XPS, EPS და სხვა მსგავსი მასალა, რადგან ისინი ვერანაირად ვერ პასუხობენ ფასის და ხარისხის ბალანსის მხრივ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

გასათვალისწინებელია, რომ თუ უკვე გაკეთებული არის ქვიშა-ცემენტის მოჭიმვა და რემონტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, სჯობს ერთხელ გასწიოთ დამატებითი ხარჯი და აყაროთ მოჭიმვა (საიზოლაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით), ვიდრე შემდგომში დასრულებული რემონტის პირობებში უარი თქვათ ამ კომფორტზე.

-ჭერის ხმის იზოლაცია

თუ თქვენს ზედა მეზობელს არ აქვს გაკეთებული იატაკის იზოლაცია, მაშინ აუცილებელია, რომ თქვენ გააკეთოთ ჭერის იზოლაცია, რომელიც მხოლოდ ქვაბამბით და თაბაშირ-მუყაოს ფილით არ შემოიფარგლება, საჭიროა ჭერის ვიბრო საკიდები, რათა მიიღოთ, როგორც დარტყმითი, ისე ხმის იზოლაცია. ცხადია, ჭერის ხანძარმედეგობა და ენერგოეფექტურობა აქაც მიიღება და როგორც აღვნიშნეთ, XPS, EPS და სხვა მსგავსი მასალის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგან ისინი ვერანაირად ვერ პასუხობენ ფასის და ხარისხის ბალანსის მხრივ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

-კედლები

შემდეგი პრიოროტეტული საკითხი იზოლაციის შეფასებისას არის - ბინებს შორის გამყოფიკედლების ხმის იზოლაცია. ამ დროს, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რა ტიპის სამშენებლო ბლოკია გამოყენებული, შეფასდეს მისი სისქე და სიმკვრივე. ამ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი გამოითხოვოთ მშენებლისგან კედლის მასალის სპეციფიკაცია და თუ მას გაუზიარებთ Akustiko-ს, მარტივად გაერკვევით თუ რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ გვერდითა მეზობლისგან თქვენთან და პირიქით გავიდეს ხმები.

-საკომუნიკაციო შახტები

საკომუნიკაციო შახტებს უკავშირდება ორი კომპონენტი, საკანალიზაციო მილებისა და გამწოვი მილების იზოლაცია. ორივე შემთხვევაში, გარდა ხმაურისა, საგულისხმოა უსიამოვნო სუნიც, რომელიც არასათანადოდ შესრულებული იზოლაციის შემთხვევაში, მობინადრეს დისკომფორტს შეუქმნის. ეს დისკომფორტი შეიძლება იყოს, როგორც კანალიზაციის, ისე მომიჯნავე ბინაში გაკეთებული სადილის სუნი. აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაძლოა, დაგჭირდეთ გათბობა-ვენტილაციის ინჟინერის დახმარებაც.

-ფანჯრები

როდესაც ხმის იზოლაციაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ფანჯრები და ფასადი. თუ მოგიწიათ ბინის ისეთ ეტაპზე შეძენა, როდესაც თქვენი სართული ჯერ არ არის აშენებული, შესაძლებელია ფანჯრის/ვიტრაჟის მინა-პაკეტის ხარისხის შეფასება და თქვენი პრეფერენციების გათვალისწინებით, მისი გაუმჯობესება. Საუკეთესო გამოსავალია, ბინის შეძენამდე, იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შემაწუხებელი შეიძლება იყოს ქუჩიდან შემოსული ხმაური კონკრეტულად თქვენი სამშენებლო პროექტის ლოკაციაზე, რაც მარტივად არის შესაძლებელი Akustiko-ს გუნდთან კონსულტაციით. როგორც წესი, ფასადის ხმის იზოლაცია დამოკიდებულია ბინის მდებარეობიდან გამომდინარე ქუჩის დატვირთვაზე და გარე ხმაურზე. Რაც უფრო ხმაურიან ზონაშია ბინა, მით უფრო მაღალი ხმის იზოლაციაა საჭირო ფასადისთვის.

-შემოსასვლელი კარი

შემოსასვლელი კარის ხარისხსა და მისი ხმის იზოლაციის შესაძლებლობებზეა დამოკიდებულია, თუ რა დოზით შემოვა თქვენს ბინაში სადარბაზოს დერეფნებში წარმოქმნილი ხმაური. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროექტში გათვალსიწინებულია თქვენთვის არადამაკმაყოფილებელი ხარისხის მქონე კარი, სცადეთ მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება და დამატებითი ხარჯის გაღების სანაცვლოდ, თქვენ მოთხოვნებზე მორგებული კარის ჩასმა. პრობლემა მაშინაც მარტივად მოგვარებადია, თუ ბინა დასრულებულ პროექტში შეიძინეთ. ამ დროს, გამოსავალია, უკვე არსებულ კარზე, ხმის იზოლაციის გაძლიერება, ან უბრალოდ ახალი კარის შეძენა.

-სხვა ფაქტორები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, კარგი იქნება თუ ბინის შერჩევისას, ყურადღებას მიაქცევთ გეგმარებაში იმას, თუ თქვენი ბინა და ლიფტის შახტა ერთმანეთს ესაზღვრება, რადგან შესაძლოა, ძალიან დიდი სტრუქტურული ხმაურის გარდა, შეგაწუხოთ გარკვეულკმა ვიბრაციამაც. საიმისოდ, რომ მობინადრე საერთოდ არ შეწუხდეს აღნიშნული ხმაურით, საჭიროა, ლიფტის შახტის მშენებლობისას ბინის მხრიდან გაკეთდეს დამატებითი ხმის იზოლაცია.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას რომ ნებისმიერი ფართისა და დანიშნულების მქონე უძრავი ქონების შეძენისას, საჭიროა სამშენებლო პროექტის და მასში გამოყენებული მასალების საფუძვლიანად შესწავლა და შეფასება იმისათვის, რომ მოულოდნელმა პრობლემებმა თავი ბინაში გადასვლის შემდეგ არ იჩინონ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ პროფესიონალი ადამიანების ჩართულობით, ყველა პრობლემიდან არსებობს გამოსავალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ბინის მშენებლობა დიდი ხნის დასრულებულია.

ხმის, აკუსტიკის, ვიბრაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის, ან შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანია Akustiko-ს ნომერზე: 598 744 233

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი