უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
აშშ–ის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედროებს საქმის განხილვა დაიწყო 29.08.2012 19:02

აშშ–ის ჯორჯიის შტატის სასამართლო ოთხი სამხედრო მოსამსახურის საქმეს განიხილავს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ, –– იუწყება „ბიბისი“.

წყაროს ცნობით, ლაპარაკია ანარქისტული შეხედულებების მქონე ამერიკელ სამხედროებზე, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოკვლას აპირებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა და მათმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა დაჯგუფება შექმნეს, სახელწოდებით –– „შიში“. თავინთი გეგმების შესასრულებლად ისინი, სავარაუდოდ, 87 000 დოლარის იარაღის შეძენას აპირებდნენ.

მათი საბოლოო მიზანი ხელისუფლების დამხობა და პრეზიდენტის მოკვლა იყო.