უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
აშშ იულია ტიმოშენკოსადმი ციხეში დამოკიდებულებით შეშფოთებულია 01.05.2012 17:27

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მიმართ ციხეში დამოკიდებულებით. ამის შესახებ ,,ბი-ბი-სი” იუწყება.

,,შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ციხეში იულია ტიმოშენკოსადმი დამოკიდებულების გამო”-აღნიშნა კლინტონმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს მიმართ ციხეში უხეში მოპყრობის გამო ევროპის რამდენიმე ლიდერმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა.